როგორ გადავანაწილოთ ზონები მცირეგაბარიტიან სახლში - 33 კვ.მ. ბინის მაგალითზე

სამზარეულო, მინი-მისაღები ოთახი, საძინებელი და სამუშაო ზონა - როგორ დავტიოთ ყველა ეს ზონა ერთ შეზღუდულ სივრცეში. გაგიკვირდებათ, თუმცა ამ ყველაფრის დატევა, მონდომების შეთხვევაში, 33 კვ.მ.-შიც კი არის შესაძლებელი.
სანამ ეს ადგილი საბოლოოდ სახლს დაემსგავსებოდა, ერთიანი ზონა გახლდათ. რა გააკეთეს დიზაინერებმა პირველ რიგში? მათ განაცალკევეს ჭუჭყიანი ზონა, შესასვლელი და ის სველ წერტილს დაუკავშირეს. მოაწყვეს სამზარეულო, სადაც შექმნეს სამუშაო და დასასვენებელი ზონა და იმპროვიზებული მისაღები სავარძლებითა და პატარა მაგიდით.

დიდი, სრულფასოვანი მისაღების მოწყობაზე დიზაინერებმა თავიდანვე უარი განაცხადეს. მის მაგივრად საძინებლის მოწყობა გადაწყდა
მინის კარით.

გამომდინარე იქიდან, რომ დამკვეთი უპირატესობას სკანდინავიურ სტილს ანიჭებდა, თან ბიუჯეტურიც არის, კედლები გადაღებეს, სველი წერტილები კი კერამოგრანიტის ფილებით მოაპირკეთეს. საძინებელში იატაკი ლამინატის არის. შესასვლელში - მეტლახია. ჭერი თაბაშირმუყაოთია გაკეთებული და შემდეგ გადაღებლი.

სახლშ არის ორი დიდი ზომის კარადა, შსასვლელში და საძინებელში. მისაღებში კომოდია.
შესანახი სისტემები აბაზანაშიც არის მოწყობილი სარეცხის მანქანის კარადასა ხელსაბანი ნიჟარის ქვემოთ. სამზარეულო გარნიტური კუთხის არის.

რაც შეეხება განათებას, ის სამ ზონად არის დაყოფილი - ძირითადი, დამატებითი და სამუშაო. მთავარი ჭაღია, დამატებითი საძინებელში ტორშერი და ბრა, ხოლო სამუშაო მაგიდაზე - სანათი.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები