რაზე მეტყველებს თქვენი სახლის კედლების ფერი

უამრავი ფსიქოლოგიური ტესტი არსებობს, რომელიც ფერებისა და ნახატების მიხედვით ადამიანის ფსიქოლოგიურ ტიპს და მდგომარეობას განსაზღვრავს. ერთ-ერთი ასეთი ტესტი ლიუშერის ტესტი გახლავთ, რომელიც მე-20 საუკუნეში შეიქმნა. ტესტის არსი იმაში მდომარეობს, რომ ადამიანს აჩვენებენ რამდენიმე სხვადასხვა ფერის სწორკუთხედს და სთხოვენ შეარჩიოს მისთვის მოსაწონი სამი ფერი.

ტანსაცმლის, საჭმლის, კედლების ფერი ადამიანზე იმაზე მეტს მიგვანიშნებს, ვიდრე წარმოგვიდგენია.
კედლების ფერი სახლის მეპატრონის ხასიათს ხსნის. უამრავ ფერთაგან ადამიანი პირველ რიგში წითელზე, ლურჯსა და მწვანეზე რეაგირებს.
მოდით ვნახოთ, რას ამბობს კედლის ფერი მის მეპატრონეზე.

თეთრი
ეს თეთრი
ფურცლის სიმბოლოა. არა მარტო ესთეტიურად გამოიყურება, პატრონის დახვეწილ გემოვნებაზეც მეტყველებს.

ცისფერი

ცისფერ ფერს შემოქმედი, ხელოვანი, მშვიდი ადამიანები ირჩევენ. ისინი ძალიან საინტერესო მოსაუბრეები, ინტელექტუალები არიან.

ყვითელი
ყვითელი კედლების მეპატრონეებს უყვართ მოსმენა და თანაგრძნობა.

ყავისფერი

ეს ადამიანები გამოირჩევიან სიმშვიდითა და სხვების მიმართ კეთილგანწყობით.

შავი

სერიოზული, საქმიანი და ელეგანტური ფერია. ვინც ამ ფერს ირჩევს, გამოირჩევა მიზანმიმართულებითა და სიბრძნით.

ნაცრისფერი
მსგავს ფერს უპირატესობას მორცხვი ადამიანები ანიჭებენ, ვისაც ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობაში.

წითელი

როგორც ხვდებით, ეს ფერი ამბიციური, თამამი ადამიანების ფერია, რომლებიც ყოველთვის აღწევენ სასურველ მიზანს.

ვარდისფერი
ეს ნაზი ფერი დიასახლისის ნაზ ხასიათს, მის ქალურობას უსვამს ხაზს.

მწვანე

ამ ფერს არასტანდარტული, ორიგინალური ადამიანები ანიჭებენ უპირატესობას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები