2022 წლის სამზარეულოს ტრენდული დიზაინი - რას გვთავაზობენ დიზაინერები


სამზარეულო ბინის ცენტრია, ამიტომ ის უნდა იყოს მყუდრო, პრაქტიკული და ამავდროულად, დახვეწილი. ეს არის ადგილი, სადაც მოსახერხებელი უნდა იყოს არა მარტო სადილის მომზადება, არამედ მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ ბაასი და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება.
საინტერესოა, რას გვათავაზობენ სამზარეულოს მოწყობასთან დაკავშირებით დიზაინერები 2022 წელს.

 გამოკვეთილი წინსაფარი


დიასახლისები ძირითადად უპირატესობას ანიჭებენ მკვეთრ ფასადს და სადა წინსაფარს, თუმცა ეს ის ელემენტია, რომელთან დაკავშირებითახ შეგიძლიათ ფანტაზიას მისცეთ გასაქანი.
ბოლო დროს ძალიან აქტუალურია გეომეტრიული ფიგურები და მკვეთრი ფერები.

 მრავალფუნქციონალურობა


2020 წლიდან, პანდემიის პერიოდიდან, სამზრეულო, თამამად
შეიძლება ითქვას, რომ სახლის ძირითად ოთახად, ცენტრად იქცა, აქედან გამომდინარე, მან მრავალი ფუნქცია შეითავსა. ასე რომ, 2022 წელს სამზარელო არის არა მარტო ადგილი, სადაც ამზადებენ სადილს, არამედ ადგილი საიდანაც ბავშვი თუ მშობელი ერთვება ზუმში, ბებია ატარებს გაკვეთილს, უფროსი შვილი ესწრება ლექციებს და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოს მოწყობის დროს მან შეითავსოს მრავალი ფუნქცა და მოსახერხებელი იყოს მრავალი დავალების შესრულებისთვის.

ატმოსფერული განათება


ადრე სანათები გამოკვეთილად გასანათებლად გამოიყენებოდა, რაც უფრო კარგად ანათებდა ჭაღი, მით უკეთესი იყო, თუმცა დრო შეიცვალა და გარდა იმისა, რომ ჭაღს განათების ფუნქცა აკისრია, ის ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ინტერიერს, გარდა ამისა, წარსულს ჩაბარდა ერთიანი განათება და აქტუალობა შეიძინა განათების ზონებმა, რომელიც ბევრად პრაქტიკული, ეფექტური და დახვეწილია.

ლაკონური ავეჯი


იმის გათვალისწინებით, რომ მინიმალიზმმა მოიცვა თანამედროვე დიზაინი გასაკვირი არ არის, რომ მასიური ავეჯი სამზარეულოშიც ლაკონურმა ავეჯმა ჩაანაცვლა.

ორი ფერი


არავინ დავობს იმაზე, რომ თეთრი სამზარეულო, მიუხედავად იმისა, პრიალა ზედაპირი ექნება მას თუ დაბურული, ყოველთვის აქტუალურია, თუმცა ეს კლასიკაა, იმ შემთხვევაშუ კი, თუ გსურთ გქონდეთ თანამედროვე სამზარეულო, გირჩევთ უპირატესობა ორ ფერს მიანიჭოთ.

ანტრესოლიანი კარადები


თანამედროვე სამზარეულო ითვალისწინებს მაქსიმალურად ბევრ სათავსოს, კიდიდან კიდემდე ანტრესოლიან კარადებს. ასე მთლიანი ავეჯი ბევრად დახვეწილადაც გამოიყურება სათავსოც მეტია, ასევე მტვერიც ნაკლებად გროვდება.

კომპაქტური მოსამზადებელი ზონა


თანამედროვე სამყაროში ცხოვრების სტილი ბევრად შეიცვალა, ადრე თუ ყველა ოჯახში სადილი, საუზმე და ვახშამი უნდა მომზადებულიყო,, ახლა ქალბატონებს ამის დრო აღარ აქვთ, ამასთან, არსებობს უამრავი სერვისი, რომელიც თანამედროვე ქალბატონებს ცხოვრებას მაქსიმალურად უმარტივებს. ასე რომ, ბუნებრივია, რომ სამზარეულოში მოსამზადებელი ზონა ბევრად დაპატარავდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები