პატარა ბინის მოწყობის პრაქტიკული იდეები

კრეატიულობა და ორიგინალურობა მხოლოდ დიზაინერებს როდი მოეთხოვებათ. როდესაც საუბარია მაქსიმალურად ბევრი ნივთის შეზღუდულ სივრცეში განთავსებაზე, ადამიანებს დამატებითი ნიჭი აღმოაჩნდებათ ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ მათ ცხოვრება აიძულებს ახალ-ახალი პრაქტიკული იდეების აღმოჩენას. მაინც, რისი გაკეთებაა შესაძლებელი შეზღუდულ სივრცეში?

სტუდიოს სტილი





ეს ვარიანტი უკვე მრავალი წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს. ძალიან პრაქტიკულია, თუმცა განკუთვნილია ძირითადად წყვილისთვის ან მარტოხელა ადამიანისთვის.

შემოერთებული აივანი ან ლოჯია




სასარგებლო სივრცის გაფართოება აივნის ან ლოჯიის ხარჯზეც არის შესაძლებელი.

აბაზანისა და საპირფარეშოს გაერთიანება



ეს ვარიანტი მხოლოდ იმ შემთხვევაში არის გამართლებული, თუ
ოჯახში ცხოვრობს არაუმეტეს 4 ადამიანი.

მინიმალისტური სტილი, მოდერნი



მინიმუმამდე დეტალი და მაქსიმუმამდე კომფორტი - ეს გახლავთ მინიმალიზმის მთავარი აზრი. კომპაქტური ავეჯი და ღია ფერები.
უარი თქვით ხალიჩებზე და ზედმეტ ნივთებზე.

ავეჯი შეკვეთით

მცირეგაბარიტიანი სახლისთვის გირჩევთ ავეჯი შეკვეთით დაამზადებინოთ ისე, რომ მაქსიმალურად აითვისოთ სახლის ყველა კუთხე-კუნჭული. ავეჯი უმჯობესია იყოს მრავალფუნქციური.

ჩაშენებული ტექნიკა



ვისაც ადგილის პრობლემა აქვს, მისთვის არის ჩასაშენებელი ტექნიკა, სპეციალური მოდელები, რომელიც ნამდვილად გაგიმარტივებთ ცხოვრებას.

დეტალები სივრცეს ზრდის

სივრცემ უნდა ისუნთქოს და ამაში დაგეხმარებათ სარკეები, მინის ზედაპირები, წერტილოვანი განათება, ღია ფერის ინტერიერი, ტექსტილი და გამჭვირვალე ფარდები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები