სამზარეულო ის ადგილია, სადაც შესაძლებელია კედლების გაფორმების დროს ფანტაზიას გასაქანი მისცეთ.
შპალერი ძალიან ბანალური ვარიანტია, თან არც ისე პრაქტიკული. დიდი ალბათობით, სამზარეულოების უმეტესობას სწორედ შპალერი ამშვენებს. ამაზე საინტერესო რა შეიძლება მოიფიქროთ? მთავარია, რომ მასალამ დააკმაყოფილოს ყველა ის მოთხოვნა, რაც თქვენ გაქვთ და რაც სამზარეულოსთვისაა საჭიო - იყოს გამძლე ნესტის, მაღალი ტემპერატურის, ქიმიური საწმენდი საშუალებების მიმართ, ასევე ეწინააღმდეგებოდეს ბაქტერიების გავრცელებას.
ასე რომ, შემოგთავზებთ სამზარეულოს მოპირკეთების ყველაზე მისაღებ და პრაქტიკულ ვარიანტებს.
კერამიკული ფილები
კერამიკული ფილა დიდი ხანია გახდა არა მარტო ფილა, არამედ
ნუ გაჩერდებით მხოლოდ კლასიკურ, ოთხკუთხედ ვარიანტებზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა გეომეტრული ფორმის და ფერის ვარიანტები. ასევე ძალიან ეფექტურდ გამოიყურება მოზაიკა.
ბათქაში
ეს ის მასალაა, რომლიც იძლევა საშუალებას გაკეთდეს ნებისმიერი ზედაპირის იმიტაცია, იქნება ეს მარმარილო, აგური თუ ქვა.
ქვა
ნატურალურ, დეკორატიულ თუ ხელოვნურ ქვას სამზარეულოში ბევრი უპირატესობა გააჩნია. ის ძალიან პრაქტიკულია, ძალიან ეფექტურად გამოიყურება. სამზარეულოს მოსაპირკეთებლად მაინც ძირითადად ხელოვნური ქვა გამოიყენება, რადგან იგი ბევრად მსუბუქი და მარტივად მოსავლელია.
აგური
პირველი ასოციაცია, რაც აგურთან დაკავშირებით უჩნდება ადამიანს, რა თქმა უნდა, ლოფტია. ეს სტილი ამაყად შემოვიდა მოდაში, დამკვიდრდა და არსად წასვლას არ აპირებს. გარდა ამისა, აგურის კედელი სამზარეულოს ბევრად მყუდროს ხდის.
თუ გეშინიათ, რომ შიშველი კედელი დაუსრულებლად გამოიყურება, ამაზე ნუ იღელვებთ. მას სპეციალური საშუალებით ამუშავებენ და ეს ფენა იცავს მას ჭუჭყისა და დაზიანებისაგან.
პანელი
ბოლო დროს ძალიან პოპულარულია სამზარეულოს მოპირკეთება ორი ტიპის პანელით, ხისა და პლასტმასის. ხე, რა თქმა უნდა, ძირითადად აგარაკისთვის გამოიყენება.
შეიძლება გამოიყენოთ კომბინირებული ვარიანტები. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და ადამიანის გემოვნებაზე დამოკიდებული.