ყველა ადამიანს სურს, იდეალური სახლი ჰქონდეს, თან ისე, რომ ინტერიერი შეესაბამებოდეს მის ხასიათს, გემოვნებას, ერგებოდეს საჭიროებებს. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ საქართველოში ინტერიერის დიზაინერის მომსახურება დღითიდღე მოთხოვნადი ხდება. როგორ იგეგმება სამუშაოები, დაგეგმვისას რა მნიშვნელოვანი დეტალებია გასათვალისწინებელი, ამ და სხვა საინტერესო თემებზე მხატვარი და ინტერიერის დიზაინერი ნატალი კაჭარავა გვესაუბრა. ნატალის საკმაოდ მრავალფეროვანი ბიოგრაფია და დიდი გამოცდილება აქვს ინტერიერის დიზაინში. მისი რჩევები საინტერესო, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
- ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ხელოვნება, მინდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი და ინტერესით ვსწავლობდი ხელოვნების განხრებს, განსაკუთრებით მიზიდავდა ესთეტიური და ჰუმანიტარული
საგნები. მოგვიანებით, როცა ევროპაში წავედი და სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში, იქ მოვიხიბლე და გადავწყვიტე საფუძვლიანად შემესწავლა ინტერიერის დიზაინი და გრაფიკული პროგრამები. აქ გაერთიანებულია და ჰარმონიულად ერწყმის სივრცის შეგრძნება (მასშტაბის შეფასება-გამოყენება), ინტერიერიდან და დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე სტილის შერჩევა, მასალების და მათი მახასიეთებლების სწორად გამოყენება. ავეჯის, დეკორის, ნახატების და საუკეთესო შემთხვევაში ქანდაკების ჩართვა ინტერიერში. არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული განათებაც. ყველაფერი ეს გვიქმნის კომფორტს, უსაფრთხო გარემოს და მერე - სილამაზეს. დამკვეთთან ცოცხალ რეჟიმში ურთიერთობა არის განუყრელი ნაწილი და როცა კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, შემდგომში ხშირად ვსტუმრობ მათ და ჩემ შექმნილ ინტერიერებში ძალიან მსიამოვნებს ყავის მირთმევა.
- ალბათ არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის, რეალურად რას გულისხმობს პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერის მომსახურება და რა ეტაპებისგან შედგება სამუშაო. იქნებ ეს საკითხი განგვიმარტოთ?
- გამოვყოფ რამდენიმე ეტაპს: თავდაპირველად პირადად ვეცნობი დამკვეთებს ობიექტზე, მათ ხედვას, სურვილებს სივრცის განაწილების მიმართ. ვცდილობ გავიგო, რაც შეიძლება მეტი, თუ რომელი სტილი მოსწონთ ან პირიქით. ვეკითხები, სად აპირებს ავეჯის, დეკორის მასალების შეძენას, რომ გავითვალისწინო ბიუჯეტი და არჩევანი არსებულ ბაზარზე. დეტალები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. შემდეგ ხდება აზომვითი სამუშაოები (გააჩნია, მშენებლობის რომელ ეტაპზეა ობიექტი). იწყება პირველი შესათანხმებელი ნახაზების თუ ჩანახატების, მუდბორდების გაკეთება. გეგმარების შეთანხმების ეტაპის მერე ვიწყებ დეტალურ ვიზუალიზაციის პროცესს. კომპიუტერული მაკეტირება გვაძლევს საშუალებას, წინასწარ გავთვალოთ ყველაფერი, რაც იქნება შესრულებული შემდგომ მშენებლობაში თუ დიზაინში. პროცესი დასრულებამდე მოითხოვს დროს და პერიოდულად შეიძლება, ცვლილებების შეტანაც იყოს საჭირო. აქედან იბადება რამდენიმე სტილისტიკური ვარიანტებიც და საინტერესო ხდება არჩევის პროცესი. არასდროს არ ვაკეთებ ერთ ვარიანტს შესათავაზებლად, ყოველთვის ვაძლევ არჩევანის საშუალებას ჩემთან მოსულ დამკვეთს.
- რა ფასებში მერყეობს ინტერიერის დიზაინერის მომსახურება საქართველოში?
- ეს საკითხი ძალიან განსხვავებულია დღეს ჩვენთან, იმდენად დიდია ფასების დიაპაზონი. დაწყებული 15 დოლარიდან -100 ევრომდე ადის კვ.მ. გამოცდილების მიხედვით არა, უფრო, ჩემი აზრით, ცნობადობის და პოპულარობის მიხედვით არის. ბევრს მოსწონს ერთი და იმავე სტილის გამეორება და ამისთვის იგივე დიზაინერის დაქირავება. ხშირად დამწყები სჯობს გემოვნებით გამოცდილს და უფრო ხშირად პირიქითაც ხდება. აქედან გამომდინარე, ქაოტური ფასებია და არ კონტროლდება სტანდარტით. სხვაგან არ შემხვედრია ასეთი დიდი განსხვავება პრაისლისტში. საშუალოდ 25$-ის ექვივალენტი ლარში არის 1 კვ.მ ის ინტერიერის დიზაინი.
- რით გამოირჩევა თქვენი დიზაინი და ძირითადად რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
- მე ვცდილობ, შევქმნა კომფორტი, ესთეტიკა და სილამაზე უსაფრთხო გარემოში. მაინტერესებს ექსპერიმენტები სტილებით, ინტერიერის გაფორმება ხელოვნების ნიმუშებით, ნახატებით თუ სხვა დეტალებით. უპირატესობას ვანიჭებ ნატურალურ მასალებს, ტექსტილს, თუ არის პროექტში ამის საშუალება. მაქსიმალურად ვიყენებ სივრცეს და ხშირად ტიხრების გადანაცვლებით გეგმარებას ვაძლევ დამკვეთისთვის მოულოდნელ სახეს. არ მიყვარს ძალიან პატარა სივრცის მქონე ბინები და ვცდილობ ამ შემთხვევაში გამოვიყენო ყოველი კვადრატული მეტრი. სტილიდან გამოვარჩევ ნეოკლასიკას, კლასიკურ ინტერიერთან ერთად არტ დეკოს სტილს, ჰაი-ტექს. იშვიათად მხვდება ფიუჟენი, გრანჟი. და, პირიქით, ზედმეტად ხშირად - ლოფტი და პროვანსული სტილი. ჩემი და დამკვეთის გემოვნება თუ დაემთხვა ერთმანეთს, ნეოკლასიკურ ან მისგან რადიკალურად განსხვავებულ ჰაიტექს ვარჩევ. ყველაფერი გამომდინარეობს ობიექტიდან და მაინც დამკვეთის სტილისტური გემოვნებიდან, ჩვენ დიზაინერები ვქმნით საცხოვრებელ გარემოს მათთვის და არა ჩვენთვის. აუცილებლად ბიუჯეტის გათვალისწინება ხდება სტილის არჩევისაც.
- რა დეტალებს ითვალისწინებთ ავეჯის შერჩევისას და მკითხველს რა რჩევებს მისცემდით ამ მიმართულებით? როგორ დაიცვან ბალანსი, რომ ავეჯი ლამაზიც იყოს და კომფორტულიც?
- ავეჯი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ინტერიერის დიზაინში. მისი მასიურობით ან ზედმეტი რაოდენობით გამოყენებით შესაძლებელია საერთოდ გაფუჭდეს სივრცე, დაპატარავდეს და პირიქით ლაკონური ფორმით და ფერებით მომგებიანად გამოვიყენოთ. ავეჯი ჩემთვის დეკორაცია არ არის. მომხმარებლებს ვურჩევ, ისევ მათი სივრციდან გამომდინარე შეარჩიონ სწორად გაბარიტები. რბილი ავეჯის მასალა, როგორც ზედაპირის, ასევე შიგთავსის, ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს, ტექსტილიც, ნატურალური ხე თუ ვერ იქნება, მაშინ სერტიფიცირებული ხელოვნური იმიტაცია. სტილის განსაზღვრა არის აუცილებელი მთლიანი სახლის თუ ბინისთვის, რომ ერთიანი შთაბეჭდილება დატოვოს ობიექტის სტილმა და არ იყოს ძალიან განსხვავებული და ქაოტური ყველა ოთახში, თუ არ არის არჩეული პოპ-არტი ან ფიუჟენი. ასევე მნიშვნელოვანია, დიდი ოჯახისთვის იქმნება თუ არა და წევრების ასაკსაც ექცევა ყურადღება. კომფორტი იქმნება დეტალებისგან.
- კიდევ უფრო პრაქტიკულ რჩევებზე რომ გაავიდეთ, ჭერზე რას იტყვით? ქართულ ბაზარზე რამდენიმე სახეობის ჭერია წარმოდგენილი და თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
- ძირითადად ხუთი ვარიანტიდან შეიძლება არჩევა. თაბაშირ-მუყაო, დაპრესილი ხისგან, გასაჭიმი ფრანგული ჭერი, ე.წ. ბარისოლი რამდენიმე ვარიანტში (გლუვი ეფექტით, პრიალა გლოსით და ნახევრად პრიალაც) და მეტალო-პლასტმასი. სხვადასხვა სივრცისთვის, ჭერის და კედლებისთვის დამატებით არის კარნიზები, მოლდინგები პოლიურეტანის მასალისგან თაბაშირის იმიტაცია გამოდის. თაბაშირი კი უნივერსალური მასალა გახლავთ, ალამაზებს და თან კარგ აკუსტიკას ქმნის.
- იატაკზე რას გვეტყვით? რა სახის იატაკია უფრო გამძლე, მოსავლელად მარტივი და ვიზუალურად ლამაზი?
- იატაკს რაც შეეხება, ყველაზე გამძლედ ითვლება კერამოგრანიტი, მარმარილო და გრანიტი - ბუნებრივი ქვა. კიდევ - თვითგასწორებადი იატაკი, ასევე პარკეტი, ბუნებრივი ხის ჯიშებისგან და MDF პანელი დამცავიც. კერამოგრანიტის და ბუნებრივი ქვების ფილებით იატაკი ცივი გამოდის და საჭიროა დამატებითი გათბობის სისტემის გათვალისწინება, ამიტომ მათ ძირითადათ იყენებენ ჰოლში, სამზარეულოსა და სველ წერტილებში. კომბინირებული იატაკის ვარიანტიც ძალიან ლამაზი გამოდის, ჰოლის, მისაღები პლუს გაერთიანებული სამზარეულო ოთახისთვის.
პარკეტი - ბუნებრივი ხე, ასეთი პარკეტისთვის ჩვეულებრივ გამოიყენება წიფელი, ნეკერჩხალი, ნაცარი, მუხა, ასევე ეგზოტიკური ხეები.
აუცილებლად იკითხეთ წინააღმდეგობის კლასი, რომელიც მითითებულია ორნიშნა რიცხვით. პირველი ციფრი მიუთითებს ოთახის ტიპზე: 2 - საცხოვრებელი; 3 - ოფისი; 4 - წარმოება. მეორე ციფრი მიუთითებს დატვირთვების ინტენსივობაზე 1-დან (დაბალი) 4-მდე (ძალიან მაღალი). ყველა მასალას უნდა მოჰყვებოდეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
- ბევრს მოსწონს კერამო გრანიტის ფილები, მაგრამ ამბობენ, რომ ზამთრის პერიოდში ცივია და ამიტომ ხშირად თავს იკავებენ ხოლმე. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- დიახ, კერამოგრანიტის ფილები ცივია და როცა ხდება მისი არჩევა, უნდა გათვალისწინდეს დამატებითი თბოიზოლაცია და გათბობის სისტემა. იატაკქვეშა გათბობა დიდი ხარჯია, ამიტომ შედარებით იშვიათად ირჩევენ, თუმც ძალიან კომფორტულია მოხმარების დროს. მაღალ ბიუჯეტურ პროექტებში გამართლებულია.
- ინტერიერში ყველაზე „მომგებიანი“ ფერი რომელია?
- ვფიქრობ, გააჩნია მიზანს - რისთვის, რომელი გარემოსთვის, პირად თუ საჯარო სივცეზეა გათვლა? ყველაზე წყნარი, არაგამაღიზიანებელი ფერთა გამა კრემისფერების პალიტრაა. ყველა პასტელური ფერი, დაწყებული ზეთისხილისფერიდან დამთავრებული ატმისფერით. მომწონს ინტენსიური ფერების შეტანა ნახატებით, დეკორით. მე პირადად ვუხატავ სპეციალურად დამკვეთს სახლისთვის, თუ არის ასეთი სურვილი. ან ვირჩევთ ორიგინალებს, ძალიან ნიჭიერი მხატვრები გვყავს, უხდება ინტერიერის დიზაინს ფოტოხელოვნება.
- თუ სივრცე პატარაა, ამ დროს როგორ იქცევით? ფართის მოგემის მიზნით რა „ხრიკებს“ მიმართავთ ხოლმე?
- ჩემთვის გეგმარება არის მთავარი, ხშირად შემხვედრია ბინის ისეთი გეგმები, როცა ჰოლი, აივნები და სველი წერტილები საკმაოდ დიდი ფართისაა, საძინებელი და სამზარეულო კი - პატარა ან ვიწრო. ტიხრების ხარჯზე ვიყენებ სივრცეს გადაგეგმარების დროს, ან სარკეებს და თეთრ ან ნათელ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას, მცირე გაბარიტულ ავეჯს და ერთ ძირითად აქცენტს ვაკეთებ, რომ არ იყოს დაყოფილი სივრცე კიდევ მეტად. მთლიან ჰაეროვან გარემოს ვქმნი, ჭერსაც სწორგადახურვით და არა დონეებიან შეკიდულს.
- შეგიძლიათ ინტერიერის დიზაინში დაშვებული სამი ყველაზე დიდი შეცდომა დაასახელოთ, რასაც უმეტესად ხვდებით საქართველოში?
- ძირითადად ყველაზე მეტ პრობლემას და არეულობას სახლის მფლობელებისთვის იწვევს ხოლმე დაგვიანებულ ეტაპზე დიზაინერის დაქირავება. ზოგჯერ დროის არქონა პროექტირებისთვის და პარალელური რემონტიც კი მისაღებია ჩვენთან. ჯერ იწყებენ მასალის, ავეჯის და დეკორის შერჩევით და ანაზომიც კი არ აქვთ. მხოლოდ წარმოდგენით ხელმძღვანელობენ და რეალობაში რაც გამოდის, უკმაყოფილო რჩებიან.
მეორე შეცდომაა ტრენდული ტენდენციების აყოლა, განსაკუთრებით, თუ ბინის მაშტაბები ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს, თან 2-3 წელში იცვლება რადიკალურად მოდა და ამ სიხშირით არ კეთდება რემონტი.
მე-3 კი ჭრელი, ქაოტურად შერჩეული დიზაინია, ოთახებში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ფერების, ფაქტურების ხაზი, გადატვირთული დეტალებით, უგემოვნო ნივთებით. კიდევ - უმთავრესია სწორი განათება. ეს ბოლო ან აკეთებს ან აფუჭებს დიზაინს.
მერი ბლიაძე