ერთოთახიანი ბინა მყუდრო და კომფორტული რომ იყოს ადვილი საქმე ნამდვილად არ გახლავთ, რადგან სივრცე ძალიან შეზღუდულია, მოდით ვნახოთ, რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ერთოთახიანი ბინის მფლობელები ყველაზე ხშირად.
შესანახი სისტემების ნაკლებობა
იმისათვის, რომ მცირეგაბარიტიანი სახლი იყოს მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული, პირველ რიგში ძალიან კარგად უნდა გაითვალოს შესანახი სისტემები. როდესაც სახლში ყველაფერს თავისი ადგილი ექნება მიჩენილი, ის თავისთავად მყუდრო იქნება. საამისოდ უნდა გამოიყენოთ ფუნქციური ავეჯი და ასევე სივრცე ჭერს ქვემოთ, აქ შესაძლებელია გაკეთდეს ანტრესოლი.
კარადის ნაცვლად გარდერობის ოთახი
გარდერობის ოთახი, სადაც ყველა
ზონების არქონა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთოთახიანი ბინა დაყოფილი იყოს ფუნქციონალურ ზონებად. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია იმ შემთხვევაში თუ სახლში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. სივრცის ზონირებისთვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ვარიანტები.
დაჩეხილი სივრცე
უკვე აღვნიშნეთ, რომ შეზღუდულ სივრცეში ყველაზე მისაღები და გამართლებული ზონირებაა, თუმცა ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ, სივრცე სათანადო ზომებად უნდა გაყოთ, ძალიან პატარა სივრცის ზონად გამოყოფა სიამოვნებას ნამდვილად არ მოგანიჭებთ.
საწოლის ნაცვლად დივანი
გასაგებია, რომ როდესაც სივრცე შეზღუდულია ადამიანები უპირატესობას დივანს ანიჭებენ, დღე დასაჯდომად გამოიყენებენ, ღამე კი დასაძინებლად, თუმცა საკუთარ ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია, სრულფასოვან ძილს კი ხარისხიანი მატრასი და საწოლი სჭირდება, ამიტომ ეცადეთ გამოყოთ ზონა, სადაც მოათავსებთ საწოლს და ღამით გემრიელად დაიძინებთ.
ზედმეტი დეკორი და სხვადასხვა სტილის კომბინაცია
ეკლექტიკის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მით უმეტეს, რომ ის წელს ძალიან აქტუალურია, თუმცა სხვადასხვა სტილის ერთმანეთთან ჰარმონიულად შეთავსებას ცოდნა სჭირდება. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, ერთოთახიან ბინას უყვარს სისადავე, ვერ იტანს ზედმეტობებს. ამ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მინიმალიზმია - ფერები კი ღია და თბილი. ინტერიერს, მოსაწყენი რომ არ იყოს, შეგიძლიათ დაუმატოთ აქცენტები.
უარი განათებაზე
განათება ის ნიუანსი ნამდვილად არ არის, რომელსაც სამომავლოდ გადადებთ ან საერთოდ არ მიაქცევთ ყურადღებას. სათანადოდ შერჩეული სანათი დიდ საქმეს გაგიკეთებთ, მას სივრცის ზონირებაც კი შეუძლია. ასე რომ, ერთოთახიანი ბინის მოწყობის დროს განათებას დიდი ყურადღება დაუთმეთ.