როგორი ინტერიერი უყვართ იაპონელებს და როგორ იყენებენ შირმას


ყველა კულტურას თავისებური წარმოდგენა აქვს საცხოვრებელი სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით.
იაპონია უნიკალური ქვეყანაა, რომელმაც შეძლო ძველი ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ერთმანეთთან შერწყმა. იაპონური სახლები საცხოვრებელი ფართის რაციონალურად გამოყენებით არის ცნობილი. ავეჯის თითოეული დეტალი გარკვეულ ფუნქციას უნდა ასრულებდეს. ამ პრინციპის წყალობით იაპონურ სახლებში ყოველთვის სიმშვიდე და სამედიტაციო გარემოა. მოდით ვნახოთ, რისი წყალობით მიიღწევა აღნიშნული შედეგი?

თავისუფალი სივრცე


იაპონიაში იდეალური სივრცე ზედმეტს არაფერს უნდა მოიცავდეს. პატარ-პატარ ნივთები, უსარგებლო ავეჯი, დეკორის ზედმეტი ელემენტები - ყველაფერი ეს აფუჭებს ინტერიერის იერსახეს, ტრადიციულ იაპონურ სახლებში იატაკზე დევს ტატამი,
გარდა ამისა, ოთახში შესაძლოა იყოს ასევე პატარა ჩაის მაგიდა და კომოდი ან ფუტონი, რომელსაც ძილის დროს შლიან, დილით კი კეცავენ.
ფუტონი როგორც წესი, კედელშია ჩაშენებული და არ არის თვალსაჩინო. სწორედ ამ დეტალები გათვალისწინებით იქმნება ლაკონური სტილი და ღია სივრცის აღქმა, რომელიც ადამიანის ფსიქიკას ამშვიდებს. ასეთ ინტერიერში სახლის ბინადარი თავს კომფორტულად და მყუდროდ გრძნობს.

უნივერსალობა


იაპონური სახლების კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია გასაწევი შირმა. ტრადიციულად ის ნახევრად გამჭვირვალე ბრინჯის ქაღალდით კეთდება, თუმცა თანამედროვე ვერსიაში გამოიყენება მინა. მსგავსი კონსტრუქციის წყალობით, რომელიც ადვილად მონტაჟდება და ასევე ადვილად არის შესაძლებელი მისი გადაადგილება, ძალიან მარტივია ინტერიერის შეცვლა.

ბუნებრივი განათება

იაპონური ინტერიერის კიდევ ერთი თავისებურება ბუნებრივი განათებაა. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მზის სინათლე ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, მის პროდუქტიულობაზე, ამიტომ არის, რომ იაპონელები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინტერიერში ბუნებრივ განათებას და დიდი სივრცეს.
გარდა ამისა, ინტერიერის გაფორმების დროს ძალიან ხშირად იყენებენ ბუნებრივი განათების იმიტაციას, როგორიც არის ბამბუკის ან ბრინჯის ქაღალდისგან დამზადებული სანათი.

მინიმალიზმი

იაპონურ სახლში ვერ ნახავთ მკვეთრ, კაშკაშა ფერებს. აქ ყველაფერი ერწყმის ერთმანეთს, ყველა ნივთი ჰარმონიაშია ერთმანეთთან. განსაკუთრებით აფასებენ ხეს. უმეტეს შემთხვევაში სკამების ნაცვლად გამოიყენება იატაკის ბალიშები. სახლში შესვლის დროს აუცილებლად იხდიან ფეხსაცმელს. სახლის შესასვლელი ყოველთვის უფრო დაბალია, ვიდრე სახლის დანარჩენი ნაწილი. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სახლში მტვერი და ჭუჭყი ადვილად არ მოხვდეს.

ბუნებასთან სიახლოვე


გარდა ხისა, იაპონელებს ძალიან უყვართ ქვები და მცენარეები. ასეთ ადგილს ისინი ალპინარიუმს უწოდებენ. მსგავსი ადგილი ხელს უწყობს ადამიანს ბუნებასთან დაახლოებაში. აქ ადამიანს შეუძლია დაფიქრდეს და განმარტოვდეს საკუთარ თავთან.

კომენტარები

ideodub 2024-10-19 08:27
6 8 3 D 75 86 37 0 no no 238000 6400 3300 2600 15 priligy en france PMID 6167796 No abstract available

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები