აბაზანას და კორიდორს ფანჯრები რომ არ აქვს, ეს ჩვეული ამბავია და არავის უკვირს, თუმცა საძინებელი ფანჯრის გარეშე მართლა წარმოუდგენელია. მოდით ვნახოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს.
თუ ერთმა დიდმა ოთახმა რამდენიმე ფუნქცია უნდა შეასრულოს, მხოლოდ ვიზუალური ზონირებით პრობლემა არ მოგვარდება, ამ შემთხვევაში სრულფასოვანი ტიხრების გამოყენებაა საჭირო. მსგავსი სიტუაცია ყველზე ხშირად ერთოთახიან ბინებში გვხვდება, როდესაც გადატიხვრის შედეგად საძინებელი ხშირად ფანჯრის გარეშე რჩება. რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს, რომ ფანჯრის გარეშე დარჩენილი ოთახი არ დაბნელდეს?
მინის ტიხარი
ეს უფანჯრო ოთახის განათების ყველაზე მარტივი ვარიანტია.
ასეთი ტიხრის წყალობით ოთახში მზის სხივები ყოველგვარი პრობლემების გარეშე აღწევს. თუ თავს მხოლოდ იმის გამო იკავებთ, რომ ასეთი ტიხარი არ უზრუნველყოფს თქვენს პრივატულობას, შეგიძლიათ შეარჩიოთ დაბურული მინები.
ოთახი ღია ფერებში გააფორმეთ
დიზაინერები ძალიან ხშირად გვირჩევენ ამ მეთოდის გამოყენებას მცირეგაბარიტიან სივრცეში. თეთრი, ნაცრისფერი, ხორცისფერი ის ფერებია, რომელიც მსგავს სიტუაციაში ყველაზე ხელსაყრელია.
გამოიყენეთ სარკის ზედაპირი
ოთახის სივრცის ვიზუალურად გასაზრდელად გამოიყენეთ სარკის ზედაპირი. ეს შესაძლოა იყოს სრულფასოვანი სარკე ან პანო, ფრაგმენტები ან სარკის იმიტაცია.
კომბინირებული დენის წყარო
ფანჯრის გარეშე ოთახი საჭიროებს განათების რამდენიმე წყაროს. მხოლოდ ერთი ჭაღი ოთახის ცენტრში საკმარისის ნამდვილად არ არის, ის ვერ მოახდენს მზის სხივების კომპენსირებას. გაფანტული სინათლე ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია.
თბილი განათება
შუქი შესაძლოა იყოს ცივი, თბილი და ნეიტრალური. თბილ განათებაში ადამიანი თავს ბევრად კომფორტულად გრძნობს, თან ასეთი განათება ბუნებრივთან მაქსიმალურად არის მიახლოებული.