რატომ უნდა შეცვალოთ ფარდები გაზაფხულზე


ყვავილები, ახალი ფარდები და ფერადი აქსესუარები... შევიქმნათ საგაზაფხულო განწყობა

დაამატეთ ყვავილებიანი ტექსტილი


გაზაფხულის მოსვლა ყვავილებთან ასოცირდება. აქციეთ ეს ინსპირაციად და კარგი განწყობისთვის თქვენს საძინებელში ბევრი ყვავილი შეიტანეთ. შეგიძლიათ ეს ყვავილებიანი პრინტით გააკეთოთ თქვენს ტექსტილზე, იქნება ეს თეთრეული, დეკორატიული ბალიშები თუ ფარდები.

ცოცხალი ყვავილები


თუ პირველი იდეა დიდად არ გხიბლავთ და ამ მხრივ უპირატესობას სისადავეს ანიჭებთ, შეგიძლიათ გარემო ცოცხალი ყვავილებით გაახალისოთ, რომელთაც საწოლის გვერდით ტუმბოზე მიუჩენთ ადგილს. ყვავილები შესაძლოა იყოს ლარნაკით, რომელსაც ხშირად შეცვლით და ასევე ქოთნის მათთვის, ვისაც სტაბილურობა იზიდავს.
თუმცა, ჩვენი რჩევა იქნება დარწმუნდეთ, რომ ოჯახის წევრებს კონკრეტულ მცენარეზე ალერგია არ აქვთ.

დიფუზორი


საგაზაფხულოდ ხასიათის ასამაღლებელი კიდევ ერთი საშუალებაა საგაზაფხულო არომატი. დადგით საძინებელში დიფუზორი თქვენთვის საყვარელი არომატით, იქნება ეს ციტრუსის, ყვავილების თუ ვანილისა და თამბაქოსი.

შეცვალეთ ფარდა


დიზაინერები გვირჩევენ, რომ სახლისთვის შერჩეული გვქონდეს ორი სახის ფარდა, ზამთრისა და ზაფხულისთვის. ზამთრის შედარებით მკაცრი და სადა, ხოლო ზაფხულის - უფრო მხიარული და ფერადი.

ფერადი აქსესუარები


ინტერიერის განახლების ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური ვარიანტი აქსესუარები გახლავთ. დაამატეთ საძინებელში ფერადი აქსესუარები დეკორატიული ბალიშების, გადასაფარებლის და სხვადასხვა ელემენტების სახით და ნახავთ, როგორ გამხიარულდებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები