გინდათ იყოთ ბედნიერი? შეიქმენით სახლში პოზიტიური ატმოსფერო, ისეთი, რომ იგრძნოთ ხალისი და ბედნიერება,
გაალამაზეთ სახლი ბევრი შუქითა და მცენარეებით. ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბინა იყოს მაქსიმალურად ფუნქციონალური.
დიზაინის ინტერიერში არსებობს პოზიტიური და ნეგატიური სივრცე.
პოზიტიური სივრცის შექმნის მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ნივთებს მისცეთ სუნთქვისა და არსებობის საშუალება. მაგალითად, სავარძელი, რომელსაც აქვს გამოზნექილი გვერდი, შეგიძლიათ დაფაროთ რამით, გაალამაზოთ ბალიშებით და აქციოთ ის პოზიტიური გარემოს ნაწილად.
ბალანსი დადებითსა და უ
პოზიტიური გარემოს შესაქმნელად პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, გახლავთ სახლის მოწესრიგება. დალაგება ხომ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა არა მხოლოდ ესთეტიკის თვალსაზრისით. ფსიქოლოგიურმა კვლევებმაც კი დაადასტურა, რომ ზედმეტმა არეულობამ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ფსიქიკის არევა, შფოთი და დეპრესიაც კი. ექსპერტები გვირჩევენ დავიცვათ კანტალუპის წესი, რომელიც გულისხმობს სახლიდან ყველა ზედმეტი ნივთის მოშორებას და სივრცის გათავისუფლებას. ვიზუალური ქაოსის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, არ შეიძინოთ ბევრი მცირე ზომის ნივთი. ეს წესი მოგცემთ საშუალებას, რომ თავიდან აიცილოთ ქაოსი.
ზოგიერთი ადამიანისთვის სახლში პოზიტივის შემომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს ფენ შუი. ეს ძველი მოძღვრება ფინანსური დანახარჯების გარეშე მოგცემთ საშუალებას უზრუნველყოთ სივრცის სწორი დინამიკა. ეს შესაძლოა იყოს მაგალითად, სავარძლის ან დივნის გადაადგილება, ახალი ყვავილების განთავსება, უარის თქმა ინტერიერში გამოყენებულ ზედმეტ მუქ ფერზე.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ზონას შეარჩევთ საამისოდ, იქნება ეს სამზარეულო თუ საძინებელი, მაგრამ ეცადეთ, შექმნათ კეთილდღეობის ზონა, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობთ. ეს ზონა შეგიძლიათ დაამშვენოთ ისეთი ნივთებით, რომელიც რეალურად გაბედნიერებთ.
ძალიან მნიშვნელოვანია სახლში ბუნებრივი განათების არსებობა. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ დღის სინათლეს შეუძლია ადამიანი დეპრესიისგანაც კი იხსნას.
და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია მცენარეები, მწვანე ფერი ინტერიერში. ის ძალიან ეხმარება ადამიანებს სტრესთან გამკლავებაში. მცენარეებს ოთახში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაც კი შეუძლია.