ადამიანები სულ უფრო მიილტვიან უშფოთველობისა და კომფორტისკენ, უნდათ მკვეთრი აქცენტები, დეტალები, თუმცა მეტად დახვეწილი დიზაინი. დიზაინერები დამკვეთებს სულ უფრო მეტად სთავაზობენ ფუნქციონალურ ავეჯს, მაგალითად, მობილურ კარადებსა და უზარმაზარ დივნებს მთელი ოჯახისთვის.
ანტიტრენდად იქცა პლასტიკი და სინთეტიკა. მეტი ყურადღება ეთმობა ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს. ინტერიერში სულ უფრო მეტად ჩნდება ხე და ქვა, ასევე ბუნებრივი ქსოვილები. თანამედროვე ტენდენცია მოიაზრებს საკუთარ თავსა და გარე სამყაროზე ზრუნვას. სულ უფრო პოპულარული და აქტუალური ხდება სახლის პატრონის გემოვნების და საჭიროების მაქსიმალურად გათვალისწინება. გაგიკვირდებათ ალბათ და
თბილი მინიმალიზმი
მინიმალიზმის კონცეფცია დიზაინში ასკეტიზმსა და აკურატულობას ითვალისწინებს. დღესდღეობით პოპულარულია რაციონალური გამოყენება და არა დაგროვება. სივრცე არ უნდა იყოს გადატვირთული. აღსანიშნავია, რომ ცივი მინიმალიზმი ნაცრისფრისა და მეტალის ელფერით მოდიდან გადადის.
უფრო და უფრო აქტუალური ხდება თეთრი ფერი თავის თბილი ელფერებით, როგორიც არის ხორცისფერი, ძალიან ღია ნაცრისფერი. სწორედ ეს ორი ფერი გამოიყენება საბაზისოდ. ჰარმონიულად ერწყმის ამ ორ ფერს ბუნებრივი ფერები ყავისფერი, თიხის ფერი, მწვანე და ცისფერი. არსებობის უფლებას იტოვებს მკვეთრი აქცენტებიც.
შეუთავსებლობის შეთავსება
თავს იჩენს საინტერესო ტრენდი - შეუთავსებლობის შეთავსება, იგულისხმება მაგალითად, სხვადასხვა სტილის ავეჯის ერთობლიობა.
გამოიყენება ორგანული ფორმები, გარდამავალი ხაზები, ასიმეტრია. მეტ პოპულარობას იძენს ვინტაჟური და პირადი ნივთები, მაგალითად, წიგნები.
სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ხე, მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი.
ინტერიერი ნეონის ელემენტებით შემოდის და იკიდებს ფეხს, ის შეიძლება განიხილოს, როგორ ტრენდი თუმცა არა ფუნდამენტი.
ინტერიერის თანამედროვე დიზაინი ევოლუციას განიცდის და ფეხდაფეხ მიყვება ტექნოლოგიებს, ეკოლოგის და სოციალურ დაკვეთას.