დეტალები, რომელიც ყველაზე ბიუჯეტურ აბაზანასაც კი მდიდრულ ეფექტს მიანიჭებს


ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ სახლის რემონტის დროს უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობთ ოთახებს, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ და აბაზანა "გვეჩაგრება". ალბათ ყველას აინტერესებს, როგორ შეიძლება ბიუჯეტურად აბაზანის ისე მოწყობა, რომ არ ჩამოუვარდებოდეს მდიდრულ ინტერიერს?

ერთი ტონის ელემენტები


ეცადეთ, რომ აბაზანაში ყველა დეტალი, იქნება ეს შემრევი, კარადა, ფარდა თუ ფურნიტურა, ერთ ფერში გქონდეთ. რაც მეტი ერთი ფერის დეტალი იქნება თქვენს აბაზანაში, მით მდიდრული იერი ექნება მას.

განათება სარკის დონეზე


არის ერთი ნიუანსი, რომელიც დახვეწილ, ელეგანტურ აბაზანას იაფფასიანისგან განასხვავებს, ეს გახლავთ
განათება. მხოლოდ ერთი ცენტრალური განათებით ვერასდროს შექმნით ელეგანტურ სივრცეს. ძალიან მნიშვნელოვანია ერთ სივრცეში განათების რამდენიმე სცენარის არსებობა. დიზაინერები გვარწმუნებენ, რომ ყველაზე მარტივი ვარიანტი აბაზანაში სარკის ზემოთ ბრის ან სანათის დაკიდებაა.

დეკორი


დღემდე ითვლება, რომ აბაზანა და დეკორი ერთმანეთთან არაფერ შუაშია.
არადა, ესთეტიკის ელემენტების დამატებით სივრცეს უფრო დახვეწილსა და თანამედროვეს გახდით, თუმცა მსგავსი ელემენტი არ უნდა იყოს უხვად, ერთი-ორი აბსოლუტურად საკმარისია.
ასევე გირჩევთ, რომ აბაზანაში იქნიოთ რაც შეიძლება მეტი დახურული შესანახი სისტემა საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის.

აქცენტის ფერები


ყველზე გავრცელებული შეცდომა აბაზანის მოწყობის დროს ერთი ფერთა გამაა, არადა აქცენტი სივრცეს ბევრად ეფექტურს ხდის. ნუ შეგეშინდებათ აქცენტის ფერის გამოყენების, მთავარია ეს ფერი სწორად იყოს შერჩეული.

დიდი ზომის სარკე


პატარა ზომის სარკე არა მხოლოდ ფუნქციას ვერ უმკლავდება, შესახედადაც უბრალოდ და ღარიბულად გამოიყურება. აბაზანას დიდი ზომის სარკე ძალიან უხდება.

ვინტაჟური დეტალები


არსებობს კიდევ ერთი საშუალება საიმისოდ, რომ აბაზანას უფრო დახვეწილი და ღრმა ვიზუალი მიანიჭოთ და ეს დეტალი ვინტაჟური ელემენტია. ეს მიმართულება მოდიდან არასდროს გადადის, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ინტერიერში რეტრო სტილის დეტალების გამოყენება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები