რა მოვუხერხოთ ვიწრო და არაკომფორტულ შესასვლელს - სივრცის გაზრდის რამდენიმე ეფექტური ხერხი


სამწუხაროდ, მშენებლები ყველაზე საჭირო ადგილს ყველაზე მცირე ფართს უთმობენ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ბინებში კორიდორები ისეთი ვიწროა, რომ ვერც კი მოტრიალდება კაცი. როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

ყველაზე კარგ გადაწყვეტილებაა ვიწრო შესასვლელში კედლის მონგრევა და შესასვლელის გვერდით ოთახთან გაერთიანება. თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, დარწმუნდით, რომ კედელი საყრდენი არ არის. ასევე შესაძლებელია კედლის ნაცვლად შუშის ტიხრის გაკეთება. ესეც საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იქნება.

თუ კორიდორის გასაფართოებლად კედლის აღება შეუძლებელია, გამოიყენეთ პრიალა ზედაპირები, რომელიც სივრცე ირეკლავს . ეს დამატებითი ტერიტორიის ილუზიას შექმნის.

ვიწრო და
გრძელი კორიდორი თავისთავად დიდი პრობლემაა, მაგრამ თუ ამას დაბალი ჭერიც ემატება, მაშინ საქმე კიდევ უფრო რთულდება. ამ დროს არსებობს ჭერის ვიზუალურად ამაღლების საშუალება, კედლები და ჭერი ერთ ფერში შეღებეთ რათა არ ჩანდეს ერთი სივრციდან მეორეში გადასვლის ადგილი. მეორე გამოსავალი პრიალა ჭერია, რომელიც ასევე აირეკლავს სივრცეს
თუ მზად ხართ ჩვეულებრივზე მეტი დრო დაუთმოთ დასუფთავებას, უპირატესობა მიანიჭეთ სარკის კედელს, რომელიც ვიწრო დერეფანს ჰაერს და სივრცეს შემატებს, უმჯობესია სარკე იყოს მინიმალისტური, რათა თქვენ და თქვენს სტუმრებს არ მოგიწიოთ კედელში "შესვლა".

სარკეები და ამრეკლავი ზედაპირები კარგია, მაგრამ მხოლოდ ამით არ უნდა შემოიფარგლოთ დერეფნის მოწყობისას. სივრცის ვიზუალურად გადიდების მრავალი უფრო მარტივი და დელიკატური გზა არსებობს. მაგალითად, კარის სიმაღლე, თუ ჭერი იძლევა ამის საშუალებას.  გრძელი დერეფნის პროპორციების დასარეგულირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფარდები. ის გაყოფს სივრცეს ორ ნაწილად, რაც საშუალებას მისცემს შექმნას ორი ფუნქციური ზონა: ერთი მათგანი იქნება გასასვლელი, ხოლო მეორე პირადი სივრცის.

ვიწრო დერეფანს მარტივად შეცვლით უბრალოდ კარის გადაღებვით.

თუ მაინც მოხდა ისე, რომ ვიწრო, გრძელი დერეფნის მეპატრონე აღმოჩნდით, შეგიძლიათ ის გალერეად აქციოთ და სულ სხვა ეფექტი მიანიჭოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები