ვინ ქმნის ინტერიერის მოდას: ჩვენი დროის ყველაზე გავლენიანი დიზაინერები


თავდაპირველად გავლენიანი დიზაინერები ქმნიან ახალ, ინოვაციურ ინტერიერს ვინმე ძალიან მდიდრისთვის. მერე ამ მდიდარი ადამიანების მეგობრები მიდიან მასთან, აღფრთოვანებულნი არიან მისი ახალი დიზაინით და თავადაც იგივე სურთ. შემდეგ სხვები მის ინტერიერის დიზაინს ჟურნალებში ხედავენ და მათაც იგივე სურთ მცირედი სხვაობებით.  მარტივად რომ ავხსნათ, ასე იქმნება დიზაინი. ზოგადად, ტენდენციები ასე ჩნდება და ყველაზე ინოვაციური და დიდებული იდეა მოდაში დიდი ხნის განმავლობაში რჩება, ხშირად სამუდამოდაც კი. გვინდა მოგიყვეთ მათ შესახებ, ვინც თანამედროვე ინტერიერებს ქმნის. დიზაინის ვარსკვლავები და მათი ყველაზე დიდებული იდეები - მათ გააფორმეს
სამეფო ოჯახის წევრების, ჰილარი კლინტონის, ტრამპის, ბილ გეითსის და სხვა ვარსკვლავების სახლები.


აქსელ ვერვორდი, ბელგია


"როდესაც პირველად ვნახეთ აქსელ ვერვორდის ნამუშევარი, ვფიქრობდით, რომ ამ კაცს შეეძლო ბეტმენისთვის სახლი აეშენებინა", - იხსენებდნენ მოგვიანებით კიმ კარდაშიანი და კანტიე ვესტი. მაშინდელმა ვარსკვლავურმა წყვილმა ვერვორდი მათი კალიფორნიული სასახლის დასაპროექტებლად დაიქირავა და არც შემცდარან: შედეგად მათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სახლი მიიღეს. მინიმუმი ავეჯი , შელესილი კედლები, უზარმაზარი და გიჟური პლუშის სკულპტურა მთელ ოთახში, აბსოლუტურად ვარდისფერი საბავშვო ოთახი. კანიემ აღიარა, რომ ბავშვები, დიზაინერის ავეჯით გადაადგილდებიან, თითქოს სკუტერს ატარებენ და აქსელის ყავის მაგიდებზე ხტუნაობენ, თითქოს ეს სცენაა.

აქსელ ვერვორდი ყველაზე ცნობილი ინტერიერის დიზაინერია მსოფლიოში, ნომერ პირველი პროფესიონალი. ის 76 წლისაა. ცნობილი კი 21 წლის ასაკში გახდა - როდესაც 1969 წელს 16 დანგრეული შენობა შეიძინა და ისინი ჰოლანდიელების ნახატების შთაგონებით აღადგინა. დღეს ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩაა. მან აღადგინა პიკასოს ვილა საფრანგეთში და დააპროექტა ინტერიერი ბილ გეითსისთვის, სტინგისთვის, კალვინ კლაინისა და რობერტ დე ნიროსათვის.

დიზაინის ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ ვერვორდმა მოიფიქრა იაპონურის სტილისტიკის სკანდინავიუთან შერწყმა. მისი ინტერიერები შეიცავს ყველაზე ლაკონური ფორმების ავეჯს, ფერებს - ნაცრისფერის 50 ელფერს, ფარდებად შეუღებავ ტილოს - ვერ გეტყვით, ეს მისაღები ოთახია თუ მედიტაციის ადგილი. ფართო კიბეები ძველი ჰოლანდიელი ოსტატების ნახატებში "დაიჭირა". აქსელის ნამუშევრებს ერთი შეხედვით ამოიცნობთ: შელესილი კედლები, ხის მაგიდა, ნაცრისფერი ტილოს შალითიან დივანი, მის ზემოთ კი რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ნახატი. ბუნებრივი მასალები, ჩამქრალი ფერები, მინიმუ დეკორი - აი ამ ცნობილი დიზაინერის მთავარი პრინციპი, მისი ხელწერა.


მარსელ ვანდერსი - ჰოლანდია



მარსელ უონდერსი, ჰოლანდიური დიზაინის დენდი, შთამბეჭდავი სიმპათიური მამაკაცი, მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც საკულტო ავეჯის ავტორი და ამსტერდამში ცნობილი სასტუმროს, ანდაზის პროექტის შემქმნელი. ამ პროექტის ინსპირაცია დელფტის ფაიფურია.


დიზაინერები განიხილავენ ანდაზს, როგორც ჰოლანდიური კოლორიზმის სახელმძღვანელოს: დელფტის ზარები გიგანტურ ნათურებად იქცა, თაიგულები პიტერ კლეესის ნატურმორტებს იმეორებენ, იატაკზე კერამიკული ფილები კი - ძველ საზღვაო რუქებს.
რა შეეხება საცხოვრებელი სახლის დიზაინს, მან პირველმა სცადა სახლისა და ბაღის შერწყმა. მან დააპროექტა ბაღის ავეჯი საცხოვრებელი ოთახებისთვის (მათ შორის ცნობილი "დაწნული სავარძელი") და ოთახების სივრცე სახლიდან ეზოში გამოიტანა.

კერძო ინტერიერში ის მიესალმება ფერებს და დეკორს და თვლის, რომ კომფორტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტენდენციები - სახლი მოსახერხებელი უნდა იყოს როგორც შვილიშვილებისთვის, ასევე მათი ბებიებისთვის.

- ინტერიერის შექმნის დროს დიზაინერმა უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ იგრძნობს ადამიანი თავს ორშაბათს დილით ადრე და პარასკევს საღამოს", - ამბობს ის.


ტრიშა გილდი - დიდი ბრიტანეთი



ტრიშა მსოფლიოში საუკეთესო ფარდების და ფონის დიზაინერად ითვლება და მისი კომპანია ბრიტანეთის სამეფო სახლს ემსახურება. მან შექმნა ფონი ბუკინგემის სასახლისთვის, შთაგონებული ტრადიციული ბრიტანული ნიმუშებით, ძველი წიგნებით, ნახატებითა და მუზეუმების კოლექციებით


ტრიშას უყვარს ბუნებრივი ფერები, განსაკუთრებით ცისფერი და მწვანე, არ ეშინია ჩვეულებრივი, ბიუჯეტური ავეჯის პრემიუმ ბრენდებთან შერევა და თვლის, რომ ნამდვილი ფუფუნება მოკრძალებაშია: "არ მიყვარს მკვეთრი და ბრჭვიალა საგნები, რომლებიც თვალს იპყრობენ, მე სხვა განზომილება მაქვს. ფუფუნების. ძალიან ლამაზი, კარგად გაკეთებული ნივთები - ეს ფუფუნებაა!"


ჟან ლუი დენიო - საფრანგეთი




ჟან ლუი დენიო ძირძველი პარიზელია. მოზარდობისას მხატვრად მუშაობდა და ოცნებობდა წარმოსახვითი სასახლეების ინტერიერებზე, შემდეგ ცოლად ნამდვილ ფრანგი პრინცესა დიანა დე ბოვო-კრაონი მოიყვანა და შეძლო რეალური და არა წარმოსახვითი სასახლის ინტერიერი ენახა. ჟან-ლუი სწრაფად გახდა ცნობილი. მას შეუძლია მოაწყოს ნივთები ისე, რომ მისი ინტერიერი ასჯერ უფრო ძვირი ჩანდეს, ვიდრე არის. მას დეკორატორთა მეფეს უწოდებენ. დიზაინერები მთელ მსოფლიოში იმეორებენ მის სტილს - ტრადიციული ფრანგული ინტერიერი, მაგრამ ოდნავ განახლებული "კლასიციზმი ფუტურიზმის ელემენტებით".



კელი ჰოპენი - ბრიტანეთი


კელი ბრიტანეთის ყველაზე გავლენიანი დიზაინერია, საუკეთესოა ძვირადღირებული სასახლეების დიზაინში და მდიდრული ინტერიერის შექმნაში. 13 წლის ასაკში მშობლებმა მას ოთახის გაფორმების საშუალება მისცეს, 16 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა ფულის გამო ინტერიერის შესაქმნელად. ახლა მის კლიენტთა სიაში შედიან პრინცი უილიამი, ჰილარი კლინტონი, დონალდ ტრამპი, ელტონ ჯონი და ბექჰემები - კელიმ მათთვის სახლების, იახტებისა და თვითმფრინავების ინტერიერი დააპროექტა.


სხვა ბრიტანელი დიზაინერებისგან განსხვავებით, რომლებსც ნათელი ფერები, უყვართ, ის უპირატესობას შავ-თეთრს, ნაცრისფერს და ოქროსფერს ანიჭებს, ხოლო მისი საყვარელი ტექსტურებია ქაშმირი, ხავერდი, ცხვრის ტყავი, და მაღალი ხარისხის გამხმარი ბამბა. მან გამოიგონა "ნეიტრალური ფუფუნება": მან გააერთიანა აღმოსავლური ეგზოტიკა, დასავლური სიმდიდრე და ნეიტრალური ფერები.

კელის ინტერიერი დრამატული, მაგრამ ელეგანტურია, ფოკუსირებულია ოთახის ცენტრში ერთ ნაწილზე. მის ყველა პროექტში გამოსახულია ყავისფერის და ნაცრისფერის ნაზავი - მასთან ერთად მინიმალისტური ფუფუნების ინტერიერი მყუდრო და თბილი ხდება, რადგან, როგორც თავად ამბობს,  "შედეგმა უნდა გაუძლოს დროს, გამოიყურებოდეს მარტივად და ელეგანტურად დღესაც და მომავალშიც".













კომენტარები

ნინო 2024-03-22 21:19
რა ვიცი ,მე ზოგი არც ისე მომეწონა????

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები