რით უნდა შეავსოთ კარადების ზემოთ არსებული სივრცე: "დაიცავით დეკორაციის 3 წესი"


რა უნდა და არ უნდა განთავსდეს კარადების ზემოთ სივრცეში, რომ სამზარეულოს ინტერიერი უფრო დახვეწილი და ესთეტიკური იყოს.
ყველა სამზარეულო საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს. რა თქმა უნდა, არის სხვაობა ფერების, სტილისა და განლაგების მხრივ, თუმცა ზოგადად სამზარეულო მაინც სამზარეულოა, თითოეულ მათგანში არის ნიჟარა, გაზქურა, კარადა, გაწოვი და ა.შ. და დიდი უმრავლესობისთვის არასასიამოვნო სივრცე კარადების ზემოთ.
თუ ღია თაროები არ გაქვთ სამზარეულოში, რაც ბოლო დროს ძალიან ტრენდულია, დიდი ალბათობით გაინტერესებთ, რით უნ
და შეავსოთ კარადების ზემოთ არსებული სივრცე. ეს ადგილი, როგორც წესი, ზედმეტად მაღალია და არაპრაქტიკულია შესანახ სისტემად, ამ ადგილას, როგორც წესი, ყველაზე მეტი მტვერი გროვდება, თუმცა, როგორც ინტერიერის დიზაინერები აღნიშნავენ, ეს ცარიელი სივრცე შესაძლოა შესანიშნავ ადგილად იქცეს პრაქტიკული და თან ლამაზი ნივთების გამოსატანად. მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს სივრცე მაქსიმალურად ეფექტურად.

პრინტები და ფოტოები


თუ კარადების ზემოთ არსებული სივრცე საკმაოდ თავისუფალია ჭერამდე და ამავე დროს, შედარებით დაბალია, შესაძლოა ის ლამაზი პრინტებით დაამშვენოთ. აქ შეგიძლიათ ნახატების კოლექცია მოატავსოთ და საინტერესო კომპოზიცია შექმნათ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ხელოვნების ნიმუშები და ძვირფასი ნახატები. ყველაზე მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში იქნება ვინტაჟური ჩარჩოები ან პრინტები.

სამი ნივთის პრინციპი

სამზარეულოს კარადების ზედა სივრცის დეკორაციის დროს დაიცვათ სამი წესი. თუ ზედა კარადები დაუსრულებლად გამოიყურება და სრულყოფას საჭიროებს, ვიზუალური ბალანსის შესაქმნელად შეგიძლიათ რამდენიმე დიზაინერული ხრიკი გამოიყენოთ. ამ შემთხვევისთვის დიზაინერები სამი ნივთის ან ერთი დიდი ნივთის ჯგუფებს იყენებენ.
არასდროს გამოიყენოთ წყვილი. ეს შეცდომაა, წყვილებად დაჯგუფა სიმეტრიის განცდის შესაქმნელად არ გახლავთ მიზანშეწონილი. სამი ნივთისგან შემდგარი ჯგუფები შორეულ კუთხეში ან ერთი დიდი ნივთი ცენტრში მაღალი და დაბალი ნივთების კომბინაციით, საინტერესო ვიზუალს ქმნის.

კერამიკა


ტექსტურების შერევა კარგი გზაა სივრცის ინტერესის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით სამზარეულოში.
თანამედროვე და ვინტაჟური ნივთების შერევა, სხვადასხვანაირი ვინტაჟური ქილების და ქოთნების გამოყენება სივრცეს ინდივიდუალურობას სძენს.

სიცარიელე


არის შემთხვევები, როდესაც უმჯობესია სივრცე კარადების ზემოთ ცარიელი დატოვოთ. ეს ერთგვარი გადაწყვეტილებაა დიზაინში და თან საკმაოდ ეფექტური.
დამატებითი დეკორატიული ნივთების დამატება პატარა, უცნაური ფორმის სივრცეში, ყურადღებას ამახვილებს ზუსტად იმ მხარეზე, რომელზეც არ გსურთ ყურადღების ფოკუსირება.

კომენტარის დამატება