ლეგენდარული დიზაინერების შინაური სივრცე - როგორ სახლებში ცხოვრობდნენ ვალენტინო გარავანი, იუბერ დე ჟივანში და ივ სენ ლორანი

გარემო პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე, ადამიანებზე, შემოქმედებისთვის კი ამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ვნახოთ, როგორ ცხოვრობდნენ ყველაზე ცნობილ დიზაინერები, სილამზის ნამდვილი გურუები.

იუბერ დე ჟივანში

ლუარის ხეობაში მდებარე ლე იოშეს ციხე ცნობილ დიზაინერს, იუბერ დე ჟივანშის ერთი ნახვით შეუყვარდა, პირველივე ვიზიტისას მოინუსხა მისი სილამაზით და სიცოცხლის ბოლომდე ერთგული დარჩა ამ ვნების. მეზობლების თქმით, დიზაინერს ამ სასახლეზე საუბარი საათობით შეეძლო. სწორედ აქ, მარტოობაში შექმნა თავისი კოლექციები.





კუტურიემ ეს ციხე 1976 წელს იყიდა და ფრანგი არქიტექტორის, ფერნანდ პუიონის დახმარებით მთლიანად აღადგინა.
1984 წელს კომპლექსური რესტავრაციის შემდეგ, ქონება საფრანგეთის ისტორიული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.



გარდა იმისა, რომ ციხე განადგურებას გადაარჩინა, დიზაინერმა იგი განსაკუთრებული ავეჯითა და ხელოვნების ნიმუშებით დაამშვენა, 2022 წელს დიზაინერის კოლექცია კრისტის აუქციონზე გაიყიდა, წინასწარი შეფასებით ას მილიონ ევროზე მეტად.


ვალენტინო გარავანი

ვალენტინო გარავანის პარიზის მახლობლად მდებარე სახლის ინტერიერი დიზაინერის დიდი ხნის გატაცებით, ძველი აზიური კულტურის შთაგონებითაა მოწყობილი.




მე-17 საუკუნის დე ვიდვიის სასახლე მან 1995 წელს შეიძინა, ინტერიერზე სინიორ ვალენტინო დეკორატორ ჰენრი სამუელთან ერთად მუშაობდა, სწორედ კუტურიეს პირადი ჩართულობა დაეხმარა დეკორატორს ჰარმონიული და ორიგინალური გარემოს შექმნაში.



აზიური ხელოვნების ნიმუშების შეგროვება ვალენტინომ 1964 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მოყვარული იყო, დროთა განმავლობაში ის ნამდვილი ექსპერტად იქცა. "როდესაც პეკინში პირველად ვიყავი 1993 წელს, — იხსენებს ვალენტინო, — ძველი ჩინური კოსტიუმების კოლექცია ვნახე და ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო".



ივ სენ ლორანი

ვილა" მაბრუკა" ივ სენ ლორანის ბოლო რეზიდენციაა. სენ ლორანმა და ბერგერმა სახლი 1990-იან წლებში იყიდეს. ამ დროს დიზაინერის ცხოვრებაში ხმაურიანი წვეულებების პერიოდი დასრულდა, ვილა კლდეზე კი, ტანგიერის ცენტრიდან მოშორებით, რომელიც გიბრალტარის სრუტესა და ესპანეთის სამხრეთ სანაპიროს გადაჰყურებდა, შესანიშნავად აკმაყოფილებდა კუტურიეს მოსვენება-დასვენების მოთხოვნას.


ვიზუალურად, ეს სახლის სენ ლორანის სხვა სახლების აბსოლუტურად საპირისპიროა. ინტერიერი გამოირჩევა სიმარტივითა და დახვეწილობით. დეკორატორი ჟაკ გრანჟი იხსენებს, რომ პირველად თავის ცხოვრებაში ივს სურდა მშვიდი, ღია, ბედნიერი ატმოსფერო და არა ძვირფასი სასახლე, საგანძური".


ლეგენდის გმირები, რომელთა გარშემოცაა აგებული ესთეტიკა, ინგლისელი წყვილია, რომელიც ომის შემდეგ მაროკოში დასახლდა. სახლი ამისთვის იდეალური იყო - შედარებით თანამედროვე, აშენდა 1960-იან წლებში და აერთიანებს მოდერნისტულ და ტრადიციულ მაროკოს მახასიათებლებს: თეთრი კედლები, გიგანტური თაღები, მარმარილოს იატაკი.



2018 წელს ვილა ბრიტანელმა დიზაინერმა ჯასპერ კონრანმა იყიდა. გასულ ზაფხულს რემონტის შემდეგ აქ 12 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნა.

კომენტარები

ლელა 2024-08-29 20:51
კარგია, რომ არამც თუ რომელიმე ამ სახლში, არამედ არც ერთ ოთახში არ ვცხოვრობ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები