2025 წელს ინტერიერის დიზაინერები ყურადღებას მდგრადობაზე და მინიმალიზმზე ამახვილებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლების დიზაინში გამოყენებული იქნება ბუნებრივი მასალები, ისეთი, როგორიცაა ხე, ქვა და ქსოვილები, რომლებიც დამზადებულია ტილოსგან, ბამბისგან და ა.შ.
ასევე აქცენტი გაკეთდება ოთახის მცენარეების ინტეგრირებაზე ინტერიერში "ცოცხალი" კედლების, ვერტიკალური ბაღებისა და ფლორარიუმების სახით. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ დაამშვენებს სივრცეს, არამედ, ოთახის მენარეების სწორი არჩევისას, ხელს შეუწყობს ოთახის ნახშირორჟანგის გაწმენდას და ჟანგბადით გაჯერებას.
2025 წელს ექსპერტები მინიმალისტური ინტერიერის დიზაინისადმი ინტერესის ზრდის კიდევ ერთ ფაქტორს პროგნოზირებენ ლაკონური, მკაცრი ხაზების უპირატესობით.
ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სივრცის ზონირებას, რათა ბინაში არსებული ყოველი მეტრი მაქსიმალურად ფუნქციურად იყოს გამოყენებული.
რაც შეეხება ფერთა სქემას, 2025 წელს აქცენტი გაკეთდება ბუნებრივ ფერებზე, რაც შექმნის მშვიდ ატმოსფეროს. მწვანე, ყავისფერი, ზეთისხილის და ტერაკოტის ჩრდილები ფლაგმანი ფერები გახდება.
მოდაში შემოვა აქცენტური ფერებიც, რაც კონტრასტებთან თამაშისა და სივრცეში ინდივიდუალობის შემოტანის საშუალებას მოგვცემს. ექსპერტების ვარაუდით, აქტუალური იქნება პალიტრა, რომელიცც ატმოსფეროს სიღრმეს და დინამიკას შესძენს, ამისთვის კი გამოიყენება ძვირფასი ქვების ტონები - ზურმუხტისფერი, ლალისფერი და საფირონისფერი.
აქტუალობას არც ვარდისფერი, ატმისფერი და ლურჯი ჩრდილები დაკარგავს. პასტელის ფერები შესანიშნავია საძინებლის ან დასასვენებელი ადგილის გასაფორმებლად, კომფორტისა და დასვენების ატმოსფეროს შესაქმნელად.