როგორ განვაახლოთ ინტერიერი სწრაფად და მარტივად


თუ ინტერიერი მოგწყინდათ, მაგრამ რემონტის ფული არ გაქვთ, შეგიძლიათ დეკორის განახლება დამოუკიდებლად და რაც მთავარია, ბიუჯეტურად სცადოთ. მაგალითად, საძინებელი შეიძლება განაახლოთ და სრულიად გადაასხვაფეროთ თუ უბრალოდ შეცვლით ტექსტილს და დაუმატებთ ოთახის მცენარეებს.

ტექსტილში იგულისხმება საწოლების გადასაფარებლის, დეკორატიული ბალიშების და ფარდების გამოცვლა. შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება ბუნებრივი ფერების პროდუქტები - ბალახისფერი, მდოგვისფერი, ხაკისფერი. ფარდების არჩევისას იფიქრეთ კომფორტზე. უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ სქელ ფარდებს, რომლებიც კარგად შეაკავებს მზის სხივებს. ეს საშუალებას მოგცემთ კარგად დაიძინოთ. ინტერიერის განახლების კიდევ ერთი გზაა დეკორატიული ელემენტების დამატება.
საძინებელი არა მხოლოდ დასვენების ადგილია, არამედ ოთახი, რომელიც ასახავს პატრონის გემოვნებას. თქვენ შეგიძლიათ ნახატი საწოლის თავს ზემოთ დაკიდოთ, მოათავსოთ სანთლები ან პატარა მაგიდაზე ან საწოლის ტუმბოზე.

რეკომენდებულია ასევე ქოთნის მცენარეების მოთავსება. თუ ყვავილების მოვლის გამოცდილება არ გაქვთ, შეგიძლიათ აირჩიოთ ყველაზე არაპრეტენზიული ჯიშები. მცენარეები არა მხოლოდ დაამშვენებს ინტერიერს, არამედ გაასუფთავებს ჰაერს და შექმნის აუცილებელ მიკროკლიმატს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები