პატარა საძინებლის გაფორმების იდეები


პატარა საძინებლის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის ბევრად უფრო ადვილად შეგიძლიათ აქციოთ მყუდრო სივრცედ. როგორ შეიძლება გააფორმოთ პატარა საძინებელი ისე, რომ არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციონალურიც იყოს.

რითი უნდა დავიწყოთ? პასუხი ძალიან მარტივია - ავეჯიდან და სხვა ნივთებიდან, რომელთა განთავსებასაც აპირებთ ოთახის ინტერიერში. ვინაიდან ის არ არის დიდი ზომის, თავიდანვე უნდა გააცნობიეროთ, რომ ვერ მოათავსებთ კომოდს, დიდ კარადას, რომელიც მთელ კედელს ფარავს, ორადგილიან საწოლს და გვერდითა tტუმბოებს. პრაქტიკულობისა
და ფუნქციონალურობის გამო რაღაცაზე უარის თქმა აუცილებლად მოგიწევთ.
 აიღეთ ქაღალდი, კალამი და დახაზეთ ფურცელზე, სად უნდა იყოს საწოლი, გარდერობი და ავეჯის სხვა ნაწილები. არ დაგავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანია საწოლის გვერდებზე თავისუფალი ადგილის დატოვება გადაადგილებისთვის - 40-დან 60 სმ-მდე (თუ მეტი აღმოჩნდება, ეს შესანიშნავია).

სივრცის დაზოგვის მიზნით, უმჯობესია კარადების დაყენება, მაგრამ თუ თქვენი დაკიდებული მოდელი მოგწონთ გაითვალისწინეთ, რომ ასევე აუცილებელია კარის გასაღებად თავისუფალი ადგილის დატოვება, ტელევიზორის დაკიდებას გეგმავთ? კარგი, მაგრამ ეკრანსა და ადამიანს შორის უნდა იყოს მინიმუმ ერთნახევარი მეტრი დაშორება.

შეარჩიეთ ინტერიერის სტილი. უამრავი ვარიანტია. ინტერიერის თითქმის ყველა სტილი შეიძლება მოერგოს პატარა საძინებელს თუმცა აქ მნიშვნელოვანია გადაწყვიტოთ საკუთარი ინტერესები და გაიგოთ, რა სტილში იქნებით კომფორტული და რა არის უკეთესი თქვენი ძილისთვის - ბრუტალური ლოფტი, მყუდრო სკანდი თუ ლაკონური მინიმალიზმი. სხვათა შორის, სულაც არ არის საჭირო მთელი საძინებლის დიზაინი არჩეული მიმართულების კანონების მიხედვით - შეგიძლიათ ჰარმონიულად დააკავშიროთ ერთმანეთს რომელიმე ორი სტილი. ერთი იქნება დომინანტური - საწოლის თავი, კედლების ფერი და ნათურების დიზაინი მას უნდა "მოერგოს", მეორე კი დამატებითი.

რაც შეეხება დეკორს, ტექსტილს და აქცენტებს, გირჩევთ პერიოდულად შეცვალოთ ისინი თქვენი განწყობის შესაბამისად ან სეზონის შესაბამისად. მაგალითად, მდოგვისფერი ფარდები და საწოლის გადასაფარებელი მშვენივრად გამოიყურება შემოდგომაზე. ზამთარში კი ოთახს სიმყუდროვეს შემატებს ნაქსოვი საბანი და საწოლის ფუმფულა ფარდაგიც.
რაც შეეხება ფერებს, ბევრს ეშინია ნათელი ფერების ინტერიერში გამოყენება, რადგან ძალიან ადვილია მათი გადამეტება, თუმცა ნათელ ფერებზე უარის თქმა ინტერიერს მოსაწყენს გახდის. გამოიყენეთ პასტელი და ღია ჩრდილები, როგორც ბაზა, ხოლო ნათელი, როგორც აქცენტი. თუ მოგწონთ ზურმუხტი, ტერაკოტა, ლავანდა, ლიმონი, თავისუფლად დაამატეთ ისინი ინტერიერში ტექსტილის, პლაკატის ან თუნდაც აქცენტირებული კედლის სახით. გახსოვდეთ - პატარა საძინებელი იდეალური პლატფორმაა ექსპერიმენტებისთვის (და კედლების გადაღება ნებისმიერ დროს შეიძლება).

საძინებლის ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, საწოლია. თქვენი კომფორტი და ძილის ხარისხი მასზეა დამოკიდებული, ამიტომ ჩვენ არ გირჩევთ ამ ავეჯთან დაკავშირებით რამის დაზოგვას. იდეალური ვარიანტი იქნება კომფორტული ორადგილიანი საწოლი ორთოპედიული, ზომიერად მყარი ლეიბით და უჯრით თეთრეულისთვის. საწოლის თავი შეიძლება იყოს ლაკონური, დახვეწილი, მყარი ან რბილი - არჩეული ინტერიერის სტილიდან გამომდინარე. ფრთხილად შეარჩიეთ მასალა - თუ ხე ძალიან ძვირია, ყურადღებით დააკვირდით მაღალი ხარისხის MDF-ს.
პატარა სივრცეში მნიშვნელოვანია ყველა კუთხის გამოყენება. შესანიშნავი ადგილია ფანჯრის რაფა. შეწყვიტეთ მისი გამოყენება ყვავილების სადგამად - მას გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს. თუ სამუშაო ადგილი გჭირდებათ, გააფართოვეთ ფანჯრის რაფა და მოაწყეთ მაგიდა. ფანჯარა ძალიან დაბალია? მშვენიერია, ეს მშვენიერ კუთხეს გახდის დასასვენებლად ან კითხვისთვის, განსაკუთრებით თუ გვერდებზე წიგნების თაროებს გააკეთებთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თაროები არ უნდა იყოს ძალიან ღრმა, წინააღმდეგ შემთხვევაში საძინებელი ვიზუალურად გარდერობს დაემსგავსება.
სამწუხაროდ, ზოგჯერ საძინებელში არ არის საკმარისი ადგილი გარდერობისთვის. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ სივრცე საწოლის ქვეშ! საწოლის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ უჯრებს, ამწევი მექანიზმით ან პოდიუმით ჩაშენებულ შენახვის სისტემებს. შემდეგ აქ შეგიძლიათ შეინახოთ სეზონური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სათადარიგო თეთრეული.
გააფართოვოთ თქვენი ჰორიზონტები და გამოიყენეთ ბორბლები თაროები, რომლებიც ერთდროულად wწიგნებსაც დაიტევს და წვრილმან ნივთებსაც. იქ შეგიძლიათ მოათავსოთ თქვენი საყვარელი სურნელოვანი სანთლები, თეთრეული და სასუსანავებიც კი.
როდესაც ვსაუბრობთ განათებაზე, დამახსოვრეთ, ჭაღი ხაზს უსვამს საძინებლის მცირე ფართობს და ვიწროს აჩენს მას. გარდა ამისა ქმნის პირქუშ ჩრდილებს კედელზე, რაც, რა თქმა უნდა, არ უწყობს ხელს დასასვენებელი გარემოს შექმნას.
ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად განიხილეთ რამდენიმე განათების სცენარი საძინებელში.
და ბოლოს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს სიაში არის ლამაზი თეთრეული, უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ ვამბობთ "ლამაზი", ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რაც მოგწონთ. ქათქათა თეთრი, კაშკაშა წითელი, ატლასისებრი, ნაქარგი, მოხარშული ბამბა - აირჩიეთ ის, რომელიც ძილს გაგიძლიერებთ და დილით საწოლიდან ადგომის საშუალებას არ მოგცემთ. მერწმუნეთ, მაღალი ხარისხის თეთრეული არის პლიუს 100 ინტერიერისთვის და თქვენი კარგი განწყობისთვის,

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები