რემონტის დაგეგმვის დროს ძალიან ხშირად , ინსპირაცია ინტერნეტში ნანახი ფოტოებია, რომლებშიც, როგორც წესი, ყველაფერი ბრწყინავს, ისიც კი, რაც ოქრო ნამდვილად არ არის. ის, რაც სანახაობრივად გამოიყურება დიზაინის ბლოგებზე, ყოველდღიურობაში არაპრაქტიკული აღმოჩნდება ხოლმე, მოდით ვნახოთ, რაზე საუბრობენ ამ შემთხვევაში დიზაინერები.
ხის იატაკს ხშირად შეხვდებთ ინტერიერის ბლოგების ფოტოებზე. სკანდინავიის ქვეყნებში ასეთი იატაკი ჩვეულებრივ გამოიყენება მთელ ბინაში, დანიაში, შვედეთში ან ნორვეგიაშიც მიზანშეწონილი და მიღებულია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ყოველდღიურობაში, ცოტა არაპრქტიკულია.
ხე ძალიან ლამაზია, მაგრამ ვერ უძლებს ბევრი რამის ზემოქმედებას, რაც ძალიან ხშირად
სამზარეულოშიც უმჯობესია თავი აარიდოთ ხის იატაკს. ცხიმი, ტენიანობა, ღუმელის მაღალი ტემპერატურა უარყოფითად იმოქმედებს მასალის მდგომარეობაზე, ამიტომ იატაკის აღდგენა წელიწადში ერთხელ მაინც ან უფრო ხშირად მოგიწევთ. და თუ ერთ მშვენიერ დღეს მილები გასკდა, მაცივარმა ან ჭურჭლის სარეცხმა მანქანამ გაჟონა, შეგიძლიათ იმ წამსვე დაემშვიდობოთ ხის იატაკს. ამიტომ გირჩევთ, აპრობირებული გზა გაიაროთ და სამზარეულოში ფილები დააგოთ.
თოვლივით თეთრი დივანი მისაღები ოთახის ცენტრში ბევრი დიასახლისის ოცნებაა. სილამაზით აღფრთოვანება ერთია, მაგრამ მისი ყოველდღე გამოყენება სულ სხვაა. თეთრი პერანგი, რაც არ უნდა მაღალი ხარისხის იყოს, სწრაფად ბინძურდება და მიმზიდველ იერს კარგავს. ნებისმიერი ჭუჭყი, თუნდაც უმნიშვნელო, მაშინვე ეტყობა თეთრ ზედაპირს. ხოლო თუ ტელევიზორის წინ დივანზე ჯდომისას მოგწონთ ყავის დალევა ან სენდვიჩების ჭამა, შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ამ პროცესს. ჩვენი რჩევაა, უარი თქვათ თეთრზე. კრემისფერი, ღია ნაცრისფერი, ნაზი ვარდისფერი მშვენივრად გამოიყურება და ბევრად უფრო პრაქტიკულია.
ბოლო წლებში დიზაინერები ხშირად იყენებდნენ სამზარეულოში შავ ფერს. გეთანხმებით, ის მდიდრულად და შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა, პრაქტიკულობის თვალსაზრისით, სრულიად შეუფერებელია ამ სივრცისთვის. შავ პრიალა ფასადებზე აბსოლუტურად ყველა ჭუჭყი ჩანს: თითის ანაბეჭდები, მტვერი, წყლის წვეთები და ა.შ. და თუ თქვენ ასევე ხართ ჩაშენებული უჟანგავი ფოლადის ტექნიკის მოყვარული, მაშინ ნესტიანი ქსოვილი გახდება თქვენი მარადიული თანამგზავრი, რადგან სამზარეულოს დასუფთავება უწყვეტ რეჟიმში მოგიწევთ.
შეზღუდული სივრცის გასაფორმებლად დიზაინერები ხშირად გირჩევენ გამჭვირვალე ავეჯს, კერძოდ მაგიდებს შუშის ზედაპირებით. მართლაც, ასეთი ავეჯი მსუბუქად და ჰაეროვნად გამოიყურება, თითქოს სივრცეში იშლება, მაგრამ მუდმივ მოვლას მოითხოვს. იმისათვის, რომ ასეთი ავეჯი ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს, როგორც სურათზე, ის რეგულარულად უნდა გაიწმინდოს მტვრის, თითის ანაბეჭდების და სხვა დამაბინძურებლების მოსაშორებლად, თანაც, მინა ადვილად შეიძლება გაიბზაროს ძლიერი მექანიკური ზემოქმდების დროს.
ბევრ ფოტოში ნახავთ საძინებლებს, რომლებშიც სრულფასოვანი კარადის ნაცვლად ღია ტანსაცმლის საკიდები გამოიყენება. ასეთი დიზაინი ლამაზად გამოიყურება: ლამაზად დმოკიდებული ნივთები ერთი ფერის სქემით ინტერიერის ნამდვილი ხიბლია, მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი კეთდება ექსკლუზიურად ლამაზი კადრებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში თქვენ მოახერხოთ ტანსაცმლის ლამაზ-ლამაზ ფერებად დახარისხება და ისე გამოფენა. და ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ღია შესანახი სისტემა მუდმივად იმტვერება, სამოსი საკიდებიდან იატაკზე ცვივა. ძალიან მალე ასეთი მოდური და ელეგანტური გარდერობი ჩეულებრივ ქაოსად გადაიქცევა და ეს არეულობა კარებს მიღმა ვეღარ დაიმალება. ყოველდღიურად მოგიწევთ ნივთების დალაგება, რამაც, სხვათა შორის, შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და დეპრესია.
კიდევ ერთი წარმოუდგენლად ლამაზი, მაგრამ სრულიად არაპრაქტიკული ნივთია ჩვენს სიაში ფუმფულა გრძელი ხალიჩა, რომელიც ფოტოებში ოთახებს აქტიურად ამშვენებენ. ასეთი ხალიჩები არა მხოლოდ ელეგანტურია, არამედ ძალიან მყუდრო, რბილი და ნაზი შეხებით, მათზე ჯდომა სასიამოვნოა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბინას აქვს ბუხარი.
მაგრამ თქვენ უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ გრძელი ბეწვი სწრაფად ბინძურდება განსაკუთრებით რთულია ასეთი ხალიჩის მოვლა ბავშვიან ან შინაური ცხოველები მყოლე ოჯახებისთვის. გირჩევთ, მოერიდოთ ასეთ ნივთებს.
შალითებიანი სკამები მშვენივრად გამოიყურება სასადილო ოთახში, სადაც მეგობრებთან და ოჯახთან ერთად იკრიბებით. მაგრამ სამზარეულოში, სადაც ცხიმი, ნაპერწკალი და სხვა უამრავი დამაბინძურებელია, უმჯობესია უფრო პრაქტიკული სკამები გამოიყენოთ. ნუ შეუქმნით საკუთარ თავს ზედმეტ პრობლემებს.
თეთრი ფერის სამზარეულოს ნიჟარა გამოიყურება წარმოუდგენლად სუფთად და ელეგანტურად, იპყრობს ყურადღებას, მაგრამ ასეთი ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება. მასალა თანდათან შთანთქავს ცხიმს, ჭუჭყს, საღებავებს და იცვლის ფერს დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ. თითქმის შეუძლებელია ასეთი ლაქების მთლიანად მოცილება და ნიჟარისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება - ნიშნები მაინც დარჩება, ოდესღაც ნათელი ნიჟარა კი მოსაწყენი და ყვითელი გახდება.
ბევრად უფრო პრაქტიკული გამოსავალი იქნება კლასიკური ფოლადის ნიჟარა, რომელიც ძალიან გამძლეა და ადვილად იწმინდება. დიახ, ის არ გამოიყურება ისეთი შთამბეჭდავად, როგორც შავი ან თეთრი ნიჟარა, მაგრამ ის გაცილებით ადვილად მოსავლელია.