ფერები, რომლებიც 2025 წელს ინტერიერში პოპულარობის პიკზე იქნება

ფერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერ ინტერიერში. ახალ, 2025 წელს თავისი ტრენდული ფერები ექნება.
ბუნებრივი მოტივები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველწლიურად ახალი ელფერით ჩნდება. გამონაკლისი არც გვიმრის ფერია. გვიმრებს, როგორც წესი, აქვს ბევრი ელფერი, მუქი მწვანეთი დაწყებული ღია მწვანეთი დამთავრებული, მოყვითალო ელფერით, სახეობიდან გამომდინარე, ასე რომ, ეს ფერები კარგად ერგება თითქმის ნებისმიერ დეკორაციას, რადგან ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს სივრცეს და ქმნის მშვიდ გარემოს.



ის განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება, როგორც აქცენტიც და როგორც ძირითადი ფერი. გარდა ამისა, გვიმრის ყველა ელფერი შეიძლება დაემატოს მწვანეს
უფრო მუქი და ღია ტონებით, რათა შეიქმნას სრულყოფილი სახე. გვიმრის მიწიერი, მუქი მწვანე ტონები ავსებს თბილ, ბუნებრივ ყავისფერს და ქმნის ჰარმონიულ, მშვიდ ატმოსფეროს. იფიქრეთ ამ ორივე ფერის ავეჯზე, იატაკზე, შპალერზე ან სხვა დეკორატიულ ნივთებზე.
მოდური იქნება მწვანე, რომლის პალიტრა მერყეობს ღია პასტელის ფერის მწვანედან მდიდარ, ღრმა ჩამჯდარ მწვანემდე.


ეს ფერი კარგად ერწყმის ნეიტრალურ ტონებს, კრემისფერს და თეთრს, არბილებს ინტერიერს და ასევე ამშვიდებს სივრცეს. ეს ფერი აბაზანასაც კი ბუნებრივ ელფერს და სიმშვიდეს შემატებს. სცადეთ შეუხამოთ ის რბილ ნეიტრალურ ტონებს, როგორიცაა კრემისფერი, თეთრი, სპილოს ძვლისფერი.

ძალიან ლამაზია ინტერიერში ასევე ლურჯი. ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფერია, გამორჩეულია კობალტისფერი ლურჯი. ეს ფერი ძალიან უხდება ღია კრემისფერს, თეთრს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერიერში ყვითელთან, ნარინჯისფერთან, წითელთან ერთად.


აქტუალური იქნება პომიდვრისფერი წითელი. ის წითელი ფერის რბილ და მშვიდ ვერსიად ითვლება მოვარდისფრო ტონის გამო. ეს ფერი ხშირად გამოიყენება ინტერიერში სივრცისთვის სითბოს დასამატებლად, ამ ფერს შეგიძლიათ დაამატოთ თბილი ტონები, მაგალითად, ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე და ნათელი აქცენტის დეტალების დახმარებით, მთლიანად გააცოცხლოთ ინტერიერი.


თეთრი გედი უნიკალური კრემისფერია, რომელიც, ჩვეულებრივ, ფერთა სქემაში თეთრსა და კრემისფერს შორისაა. ეს საკმაოდ ნეიტრალური ფერი თბილი, რბილი ტონით აბსოლუტურად ნებისმიერ ოთახს მყუდროს და დახვეწილს გახდის. კრემისფერი შეიძლება მერყეობდეს ღია, თითქმის თეთრი ელფერიდან ღრმა ჩრდილამდე, რომელიც მოგაგონებთ სპილოს ძვალს ან კვერცხის ნაჭუჭს.


ეს ფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ როგორც ძირითადი ფერი, არამედ როგორც აქცენტი.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები