5 ფაქტორი, რომელიც ნებისმიერ მისაღებ ოთახს აპატარავებს


სახლის, ინტერიერის მოწყობის დროს ხშირად არც კი ვფიქრობთ ხოლმე იმაზე, რომ შესაძლოა სივრცე ვიზუალურად დავაპატარავოთ. როგორც წესი, მისაღები ოთახი მთელ სახლში მთავარ ოთახად ითვლება, იმისათვის, რომ ეს ოთახი ეფექტური და კომფორტული იყოს, გირჩევთ გაითვალისწინოთ პროფესიონალი დიზაინერების მიერ გაცემული რეკომენდაციები. აი, რისგან გვირჩევენ თავის შეკავებას:

გაბარიტული ავეჯი

ცხადია, პატარა ოთახში მთავარი პრობლემა დიდი ზომის ავეჯია, რომელიც, თავისი ზომებიდან გამომდინარე, არ ჯდება საერთო სივრცეში. დიდი დივანი ან სავარძელი ნამდვილად დაგეხმარებათ რთული სამუშაო დღის ბოლოს დასვენებაში, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენ თავისუფალ სივრცეს შემატებთ მისაღები
ოთახის ინტერიერს, თუ მას გაათავისუფლებთ ასეთი დიდი ზომის ავეჯისგან.


არასწორი განათება

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ზოგჯერ სახლის განათება კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სივრცის დაპატარავებაში, ვიდრე დიდი ზომის ავეჯი პატარა სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუქი იყოს თბილი და რბილი", - ამბობს ექსპერტი. "ცივმა ფერებმა, კაშკაშა განათებამ შეიძლება ოთახში ცივი, უსიცოცხლო და არაკომფორტული გახადოს.

პატარა ზომის ხალიჩა

კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება პატარა მისაღებში პატარა ზომის ხალიჩების სიმრავლე, რომელიც ვიზუალურად ავსებს მთელ სივრცეს და არ ტოვებს ადგილს სხვა დეკორისთვის. უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ერთ დახვეწილ ხალიჩას, რომელზეც ავეჯის უმეტესი ნაწილი განთავსდება, ვიდრე სივრცე მრავალი ხალიჩით შეავსოთ.


დეკორაციის სიმრავლე

დეკორაციების განთავსების დროს ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, როდის უნდა გაჩერდეთ. სურნელოვანი სანთლები, წიგნები, ყვავილები, პლედები, ნახატები, ხალიჩები - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მშვენიერია, განსაკუთრებით თუ გემოვნებით არის შერჩეული, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენად პატარა და არასასიამოვნო შეიძლება აღმოჩნდეს ასეთი ოთახი. უფრო მეტიც, ბოლო კვლევების თანახმად, ასეთ ოთახში ადამიანმა შეიძლება დეპრესიის მოძალებაც კი იგრძნოს.

მუქი ფერები

ცივ ნაცრისფერ ფერში შეღებილი მისაღები ოთახი უდავოდ ძვირფასად გამოიყურება (თუმცა ინტერიერში ნაცრისფერის მიზანშეწონილობაზე ბოლო დროს სერიოზულად კამათობდნენ წამყვანი დიზაინერები), მაგრამ გარკვეულმა ფერთა პალიტრამ შესაძლოაა თქვენი მისაღები ოთახი უფრო დააპატარავოს, მსგავსი შედეგის თავიდან ასაცილებლად გირცევთ უპირატესობა კრემისფერს და რძიანი ყავის ტონებს მიანიჭოთ.

კომენტარის დამატება