განსაცვიფრებელი აპარტამენტები, სადაც იღებს სტუმრებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი

საპრეზიდენტო აპარტამენტები სასტუმრო "ჯუმეირაში" იმპერატორის სასახლეს უფრო წააგავს, ვიდრე სასტუმროს ნომერს - ძველებური ავეჯი, უძვირფასესი ლარნაკები, მოოქროვილი ნივთები და საუცხოო როიალი, რომელზეც ელტონ ჯონიც კი უკრავდა.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ჯუმეირა" ბაქოში ის ადგილია, რომელიც აზერბაიჯანში ყოფნის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოინახულოთ. სასტუმროს ცენტრიდან 35 კმ-ით არის დაშორებული. ძალიან მოხერხებული დისლოკაცია აქვს ზღვის სანაპიროზე და 300-მეტრიანი საკუთარი პლიაჟიც აქვს თავის აკვაპარკით. საუცხოო ზღვის პროდუქტები, სპორტული კომპლექსი, ყველაზე გრძელი ჭაღი მსოფლიოში.

ნომერში მოხვდერა მხოლოდ სპეციალური მაგნიტური ბარათით არის შესაძლებელი. დერეფნიდანვე მიხვდებით, რასთან გაქვთ საქმე.

ძველებური ავეჯი, დიდი სარკეები, მასიური ლარნაკები და ოქრო. დეკორატორებმა აქცენტები ეროვნულ დეტალებზე გააკეთეს. აღმოსავლეთში წარმატება ხომ ოქროსთან ასოცირდება.


ვერ გეტყვით, რას გრძნობენ პრეზიდენტ ალიევის სტუმრები ამ საპრეზიდენტო აპარტამენტებში, ჩვეულებრივ ტურისტს კი თავი მუზეუმში ეგონება.


აქ ყველაფერი ძალიან ბრწყინავს, ყვირის. ნივთისთვის ხელის შეხებაც კი დაგენანება. ჩამოჯდომაც კი გეშინია, რამე რომ არ შეილახოს, დაიკუჭოს. ირგვლივ იდეალური წესრიგია. ასეთ გარემოს მოდუნება ცოტა რთულია. ზამბარასავით დაჭიმული ხარ, თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი ან ნავტობკორპირაციის მეპატრონე არ ხარ.



საპრეზიდენტო აპარტამენტებში სამი ოთახია: საძინებელი, მოსალაპარაკებელი ოთახი უზარმაზარი მრგვალი მაგიდით და მისაღები ოთახი. საერთო ფართი 170 კვ.მ-ს შეადგენს.

ყურადღება მიაქციეთ ინტერიერს - შთამბეჭდავი ჭაღი, მრგვალი მაგიდა, ირგვლივ ოქრო. არაბი შეიხებიც აქ თავს ნამდვილად კომფორტულად იგრძნობენ.



კარის უკან, სასადილო ზონასთან სამზარეულოა. რომელიც საერთო დერეფანს უერთდება. დამსვენებლები აქ არ შედიან. ამ სივრცეს სტუმრების პირადი მზარეული ანდაც მომსახურე პერსონალი იყენებს. სანამ სტუმრები ისვენებენ მოსამსახურე მაგიდას შლის შემდეგ კი ასევე შეუმჩნევლად და უხმაუროდ ალაგებს ამ მაგიდას.



სამუშაო მაგიდაც საერთო სტილს შეესაბამება.


ახლა კი ყველაზე საინტერესო ეტაპზე გადავიდეთ. საძინებელი, სარკე, პანორამული ფანჯრები, რომელიც კასპიის ზღვას გადაჰყურებს და რაღა თქმა უნდა, უზარმაზარი საწოლი. ამ საწოლში 5 ადამიანი თავისუფლად დაეტევა, თან, კალათბურთელები.



საძინებლიდან აბაზანაში ორი კარი გადის. რატომ, არ ვიცი, შეიძლება სიმეტრიის გამოა ასე გაკეთებული. ან იქნებ საწოლის გაბარიტების გამო? წარმოიდგინეთ ამხელა საწოლს რომ შემოურბინოს სტუმარმა აბაზანაში მოსახვედარად.



აბაზანა მარმარილოთია მოპირკეთებული. აქ ყველაფერი ძალიან ლამაზია. ასეთი ლამაზი ონკანიდან წყალი კი არა რაღაც არომატული სითხე უნდა მოდიოდეს. უნიტაზიც მოოქროვილია. შუქის ჩამრთველიც კი მოოქროვილია. დერეფნის ბოლოს საბავშვო ოთახია. აქ არის გარდერობი, ცალკე აბაზანა და ორი საწოლი. აქ შედარებით ნეიტრალური ატმოსფეროა.



ახლა კი გადავიდეთ პოლონურ ნომერში, როგორც მას უწოდებენ.



აქაც ორი ოთახია, საძინებელი და მისაღები. საერთო ფართი 124 კვადრატული მეტრია. აქ ფასებიც უფრო დაბალია. ამბასადორი საპრეზიდენტო აპარტამენტებზე მეტად მომეწონა. აქ მონარქიული სულისკვეთება იგრძნობა.



ამბასადორის აბაზანა თითქმის ისეთივეა, როგორიც საპრეზიდენტო ნომერში. ეს კი "ჯუმეირას" ცნობილი 58 მ-იანი ჭაღია. ის 13 ტონას იწონის. ერთდროულად 72 ათასი შუქდიოდური ნათურა ანათებს. ჭაღი თითქმის 15 სართულს ანათებს.


შენობის სახურავზე ოქროს რესტორანია ძალიან სიურეალისტური კედლებითა და ჭერით. ისინი თავიდან ბოლომდე მოოქროვილია.

კომენტარები

nona 2017-08-03 22:10
zalian gadatvirtuli da ugemovnoa. tavbru daexveva adamians.
სასაცილო 2016-11-19 19:47
აღმოსავლელს ოქრო მიეცი და ერთიანად არ გადაირევა?
Nana 2016-10-07 18:46
koSmaria
მარი 2016-08-23 16:19
რა ზიზილ-პიპილოა
ana 2016-08-22 15:31
sashinelebaa

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები