ინტერიერის მოწყობის დროს ფერთა გამის სწორად შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი საყვარელი ფერი შეიძლება საერთოდაც არ მოერგოს ამა თუ იმ ოთახს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის მომენტიც, რომელ ოთახს ვაწყობთ. ამ შემთხვევაში ჩვენ საძინებელზე ვისაუბრებთ, რომლის ფერიც აუცილებლად უნდა შევუხამოთ ჩვენს სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობას.
საძინებლის მოწყობისას პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ერთი საერთო წესი -ამ ოთახისათვის ძირითადად თბილ პასტელის ფერებს არჩევენ, რადგან სწორედ ეს ფერები ამშვიდებს ადამიანის თვალს და ნერვულ სისტემას. მოგეხსენებათ, მკვეთრი ფერები ადამიანს აღაგზნებს და აღიზიანებს, ასეთ გარემოში
1. მწვანე
ექსპერტები, რომლებიც შეისწავლიან ფერთა ზემოქმედებას ადამიანის ნერვულ სისტემასა და ძილზე, მიიჩნევენ, რომ ღია მწვანე ფერი იდეალურია საძინებლისთვის. ამ ფერს აქვს საოცარი ძალა, ადამიანი ყოფით პრობლემებს ჩამოაშოროს. ის ბუნებასთან ასოცირდება და აქედან გამომდინარე, ადამიანს სიმშვიდისკენ განაწყობს. მწვaანე ფერი ძალიან კარგად ასვენებს თვალებსაც.
2. ლურჯი და ცისფერი
თუ თქვენი საძინებლის ფანჯრები სამხრეთისკენ გადის, მისი მოწყობის დროს ყურადღება სწორედ ამ ორ ფერზე უნდა გაამახვილოთ. ეს ფერები თქვენს გარემოს გააგრილებს და უფრო მყუდროსა და ჰარმონიულს გახდის. თუ საძინებლის მუქ ლურჯ ფერში გადაწყვეტა გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ ცუდი განათების შემთხვევაში ის შეიძლება შავ ფერად იქცეს და ამ მომენტის თავიდან აცილების მიზნით მისი თეთრი ფერით განეიტრალებას გირჩევთ.
3. ყვითელი და ნარინჯისფერი
მზის ფერი ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, დილიდან ამ ფერის დანახვა სიმხნევისა და კარგი ხასიათის გარანტიაა, თუმცა მისი შერჩევის დროს აუცილებლად უნდა დავუკვირდეთ, რომ ყვითელი არ იყოს ზედმეტად მკვეთრი, რათა არ გაგაღიზიანოთ და არც ზედმეტად ბაცი, რომ ხასიათი არ გაგიფუჭოთ. თეთრთან ერთად ყვითელი ძალიან თბილ და კომფორტულ გარემოს ქმნის. ასევე უხდება ყვითელს ღია ნაცრისფერი ტონები.
ნარინჯისფერს კი ძალიან დიდი სფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ეს თავისთავად ძალიან ენერგიული ფერია და არ დაგავიწდეთ ამის გათვალისწინება. შეიძლება მისი კომბინაცია ნაზ ატმoოსფერთან და ამ შემთხვევაშიც გირჩევთ თეთრი ფერის გამოყენებას.
4. ნაცრისფერი
ნაცრისფერი მთვარის შუქთან ასოცირდება, ამიტომ ეს ტონალობა ადამიანს ძილისთვის განაწყობს.
5. იასამნისფერი
ბევრ ადამიანს უყვარს მკვეთრი იასამნისფერი, თუმცა საძინებლის ამ ფერში გადაწყვეტა საკმაოდ სარისკოა. უმჯობესია შეარჩიოთ ღია იასამნისფერი, უფრო იისფერი და ამ შემთხვევაში მყუდრო ოთახის მოწყობაში ხელს ვერაფერი შეგიშლით.
6. წითელი და ყავისფერი
მიუხედავად იმისა, რომ წითელი ვნებასთან ასოცირდება, წითელი ფერის საძინებელში დაძინება ძალიან რთული იქნება, მით უმეტეს, თუ ეს ოთახი არც დიდი სივრცით გამოირჩევა. წითელი ისედაც აპატარავებს სივრცის შეგრძნებას. თუ მაინც ძალიან გინდათ საძინებლის წითელ ფერში მოწყობა, ეს ერთ კედელზე გააკეთეთ, უმჯობესია თავთან, რომ თვალში არც ისე ხშირად მოგხვდეთ და თქვენს ხასიათზე არ იმოქმედოს.
რაც შეეხება კლასიკურ ყავისფერს, ის საძინებლისთვის ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება. ნატურალური ხის ფერი ადამიანს ყოველთვის სიმყუდროვის შეგრძნებას აძლევს და ასეთ გარემოში დასვენება მართლაც სასიამოვნოა.