ეკო სტილი ინტერიერში – ყველაზე მოდური სტილი

დღესდღეობით ინტერიერის დიზაინში ყველაზე მეტად ორი ძირითადი სტილია გავრცელებული:
1. ჰაი ტეკი, რომელიც ითვალისწინებს პლასტიკატის, შუშისა და მეტალის გამოკვეთილ ფორმებს და რომელიც რთულ კონსტრუქციას წააგავს.

2. ეკო სტილი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან და ყველაფერ ნატურალურთან აახლოებს.

ეკო სტილი ნიშნავს ეკოლოგიურს. სწორედ აქედან გამომდინარე ეკო სტილი გახლავთ დიზაინერული მიმართულება, რომელიც ადამიანს ჰარმონიულად აკავშირებს ბუნებასა და ეკოლოგიურ სისუფთავესთან.


ეკო სტილის პოპულარობა ამ ეტაპზე განპირობებულია იმ ფაქტორებით, რომ ირგვლივ ყველაფერი მოასფალტებული და გათანამედროვებულია. ძალიან ცოტა ადგილი თუ მოიძებნება ხელშეუხებელი, სა

დაც შეიძლება ადამიანმა ჩაისუნთქოს სუფთა ჰაერი და გაისეირნოს ბუნებრივ ბალახზე. ერთი სიტყვით, ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება შედგეს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული ურთიერთობა, რაც ასე მნივნელოვანია ადამიანის ფიზიკური თუ გონებრივი მდგომარეობისთვის. ჰოდა, სწორედ ამ დროს ძალიან კარგი დამხმარე შეიძლება გახდეს ჩვენ მიერ ხსენებული ეკო სტილი.


იმისათვის, რომ მივდიოთ ეკო სტილს, აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:
ეკო სტილი მხოლოდ გარეგნულად როდი გამოხატავს ბუნებასთან ჰარმონიულ ურთიერთობას, ის გულისხმობს მასალად ყველაფერი ნატურალურის გამოყენებას.

მსგავს დიზაინერულ ინტერიერში უპირატესობა ენიჭება დამჯდარ, ბუნებრივ ფერებს - მწვანეს, ცისფერს, ნაცრისფერს. ერთი სიტყვით ფერებს, რომლებიც გვხვდება ბუნებაში. ასეთ ინტერიერში ადამიანმა თავი თბილად, კომფორტულად და მყუდროდ უნდა იგრძნოს.
თუმცა, თუ სახლის ეკო სტილში მოწყობას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. ნატურალური ხე, ნატურალური ქვა ყოველთვის ძვირი ღირდა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც შედეგი ნამდვილად ამართლებს ფასს. გისურვებთ წარმატებებს! 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები