ძველად ონიქსს „ბელადების ქვას“ უწოდებდნენ, რადგან მას თავისი ძალით შეუძლია მფლობელს მოუტანოს ძალაუფლება, გონებამახვილობა, დაეხმაროს პატრონს მტრის გეგმების გამოცნობაში.
ეს ისტორიულად, 2017 წელს კი ონიქსი ინტერიერის დიზაინის მთავარ ტრენდად იქცევა. ბოლო წლებში ინტერიერის დიზაინერები თანხმდებიან, რომ გადატვირთული დიზაინი მოდაში აღარაა. ძალიან აქტუალურია ქვა და აგური, გარკვეულწილად დაუმუშავებლის ეფექტი და მაქსიმალური სისადავე. ქვებს შორის კი ონიქსი ერთ-ერთი გამორჩეულია.
ონიქსი არის ბუნებრივი ქვა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ნებისმიერი სტილისა და მიმართულების ინტერიერის დიზაინში. არჩევანის გაკეთების საშუალებასაც იძლევა, რადგან ის რამდენიმე ფერის არსებობს. თუმცა
აქვე მნიშვნელოვანია განათების საკითხი. ონიქსი არის შუქგამტარი ქვა, ამიტომ ეფექტურობა რომ შეინარჩუნოს, მნიშვნელოვანია განათება მასზე სწორად იყოს მიმართული.
ქვა თანაბრად კარგად ჯდება სტილში როგორც თეთრ კედლებთან და შედარებით მარტივ დიზაინში, ისე ფერად გარემოში. თუ ქვას ვიყენებთ მეტ სითეთრეში, კარგი იქნება თუ ოთახში შემოვიტანთ ოთახის მცენარეებს. ფერადი ავეჯის ან უბრალოდ, ოთახში ფერადი აქსესუარების არსებობის შემთხვევაში კი დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ინტერიერი ძალიან გადატვირთული არ გამოვიდეს დ ონიქსმა საკუთარი სიდიადე არ დაკარგოს.
ნებისმიერი ბუნებრივი ქვა და განსაკუთრებით, ონიქსი გამძლე და საიმედო მასალაა. ის არ იწვის, არ ატარებს წყალს, არ ლპება, არ იჟანგება... ამავდროულად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია.
საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მოდას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ამიტომ არც ინტერიერის დიზაინის 2017 წლის ტენდენციები დარჩება უყურადღებოდ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ონიქსი საქართველოშიც არის გაყიდვაში. ის ექსკლუზიურად ”ზოდშია” წარმოდგენილი. მაღაზიაში სხვადასხვა ფერის ონიქსის შერჩევა შეგიძლიათ. აქვე არიან პროფესიონალი დიზაინერებიც, რომლებიც მომხმარებელს სასურველი ფერისა და ტექსტური მასალის შერჩევაში ეხმარებიან.
თქვენ მიერ შერჩეული ფერის, ფორმისა და ზომის ნებისმიერი აქსესუარი თუ მასიური ინვენტარი, ზოდის საამქროშივე დამზადდება. კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებასა და მონტაჟსაც.
მიღებული პროდუქტი კი სახლს უნიკალურ ეფექტს შესძენს, რომელიც იქნება მოდური და ამავდროულად, ჯანმრთელი და გამძლე. ონიქსით დამზადებული ნივთები წლების განმავლობაში არ დაკარგავენ აქტუალობასა და ტრენდულობას. თქვენი სახლი კი მუდამ მზად იქნება ამაყად და ლამაზად დახვდეს სტუმრებს.
ნანა მღებრიშვილი