გჯერათ, რომ ნივთების სწორ განლაგება სახლში ბარაქა, იღბალი, სიმშვიდე და კეთილდღეობა მოაქვს? მიუხედავად იმის, გჯერათ თუ არა, ეს წესები მაინც "მუშაობს". ფენ-შუის მოძღვრებამ დწორედ ამ წესებით მოკიდა ფეხი მთელ მსოფლიოში. ნაძვის ხეც არ გახლავთ გამონაკლისი - თუ სად დადგამთ მას, ამაზეა გარკვეულწილად დამოკიდებული საახალწლო ემოციები თქვენს ოჯახში.
რას გვირჩევს ფენ-შუი 2017 წლის ნაძვის ხესთან დაკავშირებით?
თუ ხეს თქვენი სახლის დასავლეთ ნაწილში დადგამთ, მთელი წელი სახლში მხიარული და კარგი განწყობა იტრიალებს, თუ აღმოსავლეთ ნაწილში მოათავსებთ, ამით ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შუწყობთ ხელს.
სახლის
ჩრდილოეთის მხარეს მდგარი ნაძვის ხე სახლში ახალი ამბების და ცვლილებების მომტანი გახდება. ყველა ეს სიბრძნე ძალაშია, თუ საქმე ბუნებრივ ნაძვის ეხება. ხელოვნურ ნაძვს ამხელა ენერგეტიკა არ აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ერთია, სად იდგება თქვენი ხელოვნური ნაძვი.
თუ თქვენი მთავარი საახალწლო ატრიბუტი მწვანე ფერისაა, ჯობია ის აღმოსავლეთ ნაწილში დადგათ. ასეთი განლაგება მამლის წელში მეტ გამართლებას მოგიტანთ, აი, აღმოსავლეთ ნაწილში მდგარი ნაძვი კი შეიძლება საქმეების აწეწვის ხელისშემწყობი აღმოჩნდესო - გვაფრთხილებენ ფენ-შუის მიმდევარნი.
თუ ნაძვის ვერცხლის ფერი, თეთრი ან ან სხვა რომელიმე ფერშია გადაწყვეტილი, გირჩევთ, ოთახის ცენტრში მაგიდაზე, ან ტუმბოზე მდგარი მოათავსოთ. ამის სახლს სიმყუდროვესა და კეთილდღეობას მოუტანთ.
როდის უნდა აიღოთ ნაძვის ხე
ბუნებრივ ნაძვს იმდენად ძლიერი ენერგეტიკა შემოაქვს შინ, რომ მისი დადგმაც და აღებაც მნიშვნელოვანია. სანამ ნაძვი ცოცხალია, მისი ენერგია თქვენთვის სასიკეთოთ "იღვრება", ხოლო როცა კვდომას და წიწვების ცვენას იწვევს, ენერგიაც უარყოფითისკენ იცვლება. ამიტომ დღესასწაული ჩაივლის თუ არა, ნაძვი მალევე უნდა გაიტანოთ სახლიდან. ნუ მიბაძავთ იმ დიასხლისებს, გაზაფხულამდე რომ არ შლიან ნაძვის ხეს.
თუ ხელოვნური ნაძვი გაქვთ, გირჩევთ ცოცხალი ნაძვის ტოტები მაინც შემოიტანოთ სახლში. მათგან ძალიან ლამაზი დეკორი კეთდება.