ვიქტორ და ანა რაზუმოვები საქართველოში დუბაიდან საცხოვრებლად ხუთი თვის წინ ჩამოვიდნენ. დროის ეს მცირე პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ წყვილს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ბიზნესი წამოეწყო. ახლა ცოლ-ქმარი საქართველოში უკვე წარმატებით უძღვება ორ ბიზნესს - კომპანია თიკი ჭინე Bაგს, რომელიც ყიდის უმაღლესი ხარისხის ჩანთებს ბოთლის ღვინის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის და კორეანსჰოპ.გე-ს - კორეული კოსმეტიკის ონლაინ მაღაზიას.
ვიქტორი და ანა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სამი წელი ცხოვრობდნენ. ანა ნავთობპროდუქტების მიმართულებით კონსულტანტი იყო, ვიქტორი კი ბიზნესანალიტიკოსი.
"დუბაიში ჩემი ოფისი
საქართველოში ჩამოსვლამდე წყვილმა კარგად შეისწავლა ქვეყანა და ბიზნესსაქმიანობის სფეროებიც საკუთარი ინტერესებისა და ქვეყნის ტრადიციებიდან გამომდინარე შეარჩია.
"საქართველო ღვინის სამშობლოა და ყველა ტურისტს აქედან ღვინო მიაქვს. ამ დროს უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოთლის გატეხვის ალბათობა მაღალია. გაგრძელება