საქართველოში ყინვა გაძლიერდება

საქართევლოში ამინდის გაუარესებას ელიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდის meteo.gov.ge-ს ინფორმაციით, მომდევნო 2 დღის განმავლობაში დღისისთ ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიკლებს, ღამით კი -2-4 გრადუსის ფარგლებში ყინვაა მოსალოდნელი.

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს, გაძლიერდება ქარიც. 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ტემპერატურა -8 გრადუსამდე, მაღალ მთაში კი -15 გრადუსამდე დაეცემა. მოსალოდნელია თოვაც. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ბარში +8+13, მთაში დღისისთ +3+5, ღამით კი - 12 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი ტემპერატურა  -15 გრადუსამდე დაეცემა. 

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები