შინ... ილია ჭავჭავაძესთან...

თბი­ლი­სი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის #7... ამ სახ­ლ­ში 1889-1901 წლებ­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ცხოვ­რობ­და. თუმ­ცა, მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი ადა­მი­ანს, რო­მელმაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი შეი­ტა­ნა, ნი­კო­ლო­ზის ქუ­ჩა #21-ში აკითხავ­დ­ნენ. აქ­ვე იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი გა­ზეთ "ი­ვე­რი­ის" რე­დაქ­ცია და სტამ­ბა. დღეს თბი­ლი­სის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ლი­ტე­რა­ტუ­რულ-მე­მო­რი­ა­ლუ­რი მუ­ზე­უ­მი დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს კვი­რი­სა და ორ­შა­ბა­თის გარ­და, ყო­ველ­დღე, 11:00-დან - 17:00 სა­ა­თამ­დე მას­პინ­ძ­ლობს...

თავისი 70-წლიანი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ილიამ ამ სახლის კედლებში გაატარა. ამ სახ­ლ­ში ილია და ოლ­ღა ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბი ილი­ას დას­თან, ელი­სა­ბედ სა­გი­ნაშ­ვილ­თან ერ­თად 1889 წელს გა­და­ვიდ­ნენ. შე­ნო­ბა, თავად გრუზინსკის ეკუთვნოდა. ელი­სა­ბე­დის

მე­უღ­ლე გე­ნე­რა­ლი ალექ­სან­დ­რე სა­გი­ნაშ­ვი­ლი გახ­ლ­დათ, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მის­მა ქვრივ­მა ან­დერ­ძით 40 ათა­სი მა­ნე­თი მი­ი­ღო. ილი­ას უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თა და დახ­მა­რე­ბით, მან აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბა შე­ი­ძი­ნა და ხე­ლოს­ნებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას სახ­ლის მოწყო­ბა­სა და აღ­დ­გე­ნით სა­მუ­შა­ო­ებ­ს, ძმის გე­მოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აწარ­მო­ებ­და. ილი­ამ იქ­ვე გა­და­ი­ტა­ნა მის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი გა­ზე­თ "ი­ვე­რი­ის" რე­დაქ­ცია და სტამ­ბა.

სახ­ლის ერ­თი ნა­წი­ლი საცხოვ­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, ხო­ლო მე­ო­რე ეთ­მო­ბო­და სა­რე­დაქ­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­სა და საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მეს - სახ­ლის რამ­დე­ნი­მე ოთა­ხი ილი­ამ უფა­სოდ და­უთ­მო ექიმ მი­ხე­ილ გე­დე­ვა­ნიშ­ვილს. უფა­სო სამ­კურ­ნა­ლო­ში გა­და­უ­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას უწევ­დ­ნენ პა­ცი­ენ­ტებს. გა­ზეთ "ი­ვე­რი­ის" ფურ­ც­ლე­ბი­დან ვგე­ბუ­ლობთ, რომ იქ მი­სულ ადა­მი­ა­ნებს არა მხო­ლოდ პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა, არა­მედ სხვა­დას­ხ­ვა ოპე­რა­ცი­აც უტარ­დე­ბო­დათ. სარ­დაფ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი აფ­თი­ა­ქი, ავე­ჯის სა­ხე­ლოს­ნო და სტამ­ბა.

* * *
ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბი აქ 1901 წლამ­დე ცხოვ­რობ­დ­ნენ. 1902 წელს ილია საცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და თბი­ლის­ში ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ქუ­ჩის #22 სახ­ლ­ში, რომელიც ბარ­ბა­რე ღვი­ნი­აშ­ვი­ლის­გან სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით შე­ი­ძი­ნა და თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბით მო­აწყო. ძველ კარ-მი­და­მო­ში ელი­სა­ბედ სა­გი­ნაშ­ვი­ლი დარ­ჩა.

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის და­ბა­დე­ბი­დან 150 წლის­თავ­ზე, 1987 წელს ივა­ნე ჯა­ვა­ხი­შ­ვი­ლის ქუ­ჩის სახ­ლ­ში მუ­ზე­უ­მი გა­იხ­ს­ნა. სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ აღ­დ­გა მე­მო­რი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლი. ესაა: "ი­ვე­რი­ის" რე­დაქ­ტო­რის სა­მუ­შაო, სას­ტუმ­რო და სა­სა­დი­ლო ოთა­ხე­ბი. ასე­ვე მო­ეწყო თე­მა­ტუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ექ­ს­პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც მოგ­ვითხ­რობს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ. 1987 წლის შემ­დეგ გა­მო­ფე­ნე­ბი მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცეს­შია და ეპო­ქის მოთხოვ­ნებს ეხ­მი­ა­ნე­ბა...

ვი­ნა­ი­დან მუ­ზე­უ­მი მე­მო­რი­ა­ლუ­რია, ძი­რი­თად ფონდს წარ­მო­ად­გენს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის პი­რა­დი მე­მო­რი­ა­ლუ­რი ნივ­თე­ბი, დო­კუ­მენ­ტე­ბი, მი­სი დრო­ის ის­ტო­რი­უ­ლი გა­რე­მოს ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბი, ნა­წარ­მო­ებ­თა კრე­ბუ­ლე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო შრო­მე­ბი, მო­გო­ნე­ბე­ბი, ეპის­ტო­ლა­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა, და სხვა. ფონ­დი მუდ­მი­ვად მდიდ­რ­დე­ბა მუ­ზე­უმ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი შეგ­რო­ვე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად.

მუზეუმის მე­მო­რი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლი ძი­რი­თა­დად იმ ადა­მი­ან­თა მი­ერ სხვა­დას­ხ­ვა დროს შე­მა­ტე­ბუ­ლი ნივ­თე­ბით არის გამ­დიდ­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი იყ­ვ­ნენ და მათ ოჯა­ხებ­ში სხვა­დას­ხ­ვა გზით მოხ­ვ­და. სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით 20-იან წლებ­ში სა­ჯა­როდ იყი­დე­ბო­და ილი­ას ქო­ნე­ბა. მუ­ზე­უ­მებს მი­სი ნივ­თე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­დათ. ერთ-ერ­თი ასე­თი ფორ­მა იყო მა­თი შე­ძე­ნა, რო­მე­ლიც სა­მუ­ზე­უ­მო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დი­დი ხნის წინ დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. ილი­ას ნივ­თე­ბის დი­დი ნა­წი­ლი, მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ თავ­მოყ­რი­ლი იყო ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბი­ნა­ში. შემ­დეგ მა­შინ­დელ მწე­რალ­თა მუ­ზე­უმს გა­და­ე­ცა, რო­მელ­საც 1938 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მი ეწო­და.

სას­ტუმ­რო და სა­სა­დი­ლო

ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა, დი­დი შუ­შა­ბან­დი­თა და ბა­ღით. დღეს აქ ვარ­დი და ზამ­ბა­ხი ყვა­ვის და გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მა­ზია გა­ზაფხულ­სა და ზაფხულ­ში. ილი­ას ვე­ლუ­რი ვარ­დი და იასა­მა­ნი ჰყვა­რე­ბია, რომ­ლე­ბიც აქ მი­სი ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ხა­რობ­და.

შე­ნო­ბა ძვე­ლია, რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­სა და რეს­ტავ­რა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს და ბუ­ნებ­რი­ვია, იმ სა­ხით არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც ილი­ას დროს, თუმ­ცა, მი­სი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ის სუ­რა­თი "და­ხა­ტონ", როგორც ილი­ას სი­ცოცხ­ლე­ში იყო.

ეზოს რამ­დე­ნი­მე შე­მო­სას­ვ­ლე­ლი ჰქონ­და. ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის გარ­და, ოთა­ხე­ბი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს, სა­რე­დაქ­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თულ თა­ნამ­შ­რომ­ლებს და მათ მუ­შა­ო­ბას ეთ­მო­ბო­და. მე­მო­რი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლი აღ­დ­გე­ნი­ლია ილი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე­თა მი­ხედ­ვით, ვინც სახ­ლის ხში­რი სტუმ­რე­ბი იყ­ვ­ნენ და ასე­თე­ბი "ი­ვე­რი­ის" რე­დაქ­ცი­ას ნამ­დ­ვი­ლად ბევ­რი ჰყავ­და. სა­მი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ილი­ას გა­ზე­თი იყო სარ­ბი­ე­ლი, სა­დაც რე­დაქ­ტო­რის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლოთ სა­კუ­თა­რი ნა­აზ­რე­ვის გა­მო­ხატ­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­ტა­ნა. ილი­ამ სწო­რედ ამ სახ­ლ­ში და­ამ­კ­ვიდ­რა ხუთ­შა­ბა­თის შეხ­ვედ­რე­ბი, დღეს რომ "ტრა­დი­ცი­ულ ხუთ­შა­ბა­თო­ბად" არის ცნო­ბი­ლი. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ "ი­ვე­რი­ის" რე­დაქ­ცი­ი­სა და ბან­კის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ნა­წი­ლი და სხვა მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი. მათ შო­რის იყ­ვ­ნენ: რა­ფი­ელ ერის­თა­ვი, ან­ტონ ფურ­ცე­ლა­ძე, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ბაქ­რა­ძე, ნი­კო ცხვე­და­ძე, პეტ­რე უმი­კაშ­ვი­ლი, იონა მე­უ­ნარ­გია, თე­დო სა­ხო­კია, დო­მი­ნი­კა ერის­თა­ვი (გან­დე­გი­ლი), ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი, ბა­ჩა­ნა და თე­დო რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბი, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა, არ­ტურ ლა­ის­ტი და სხვა.…სტუმ­რებს ქუ­ჩის მხრი­დან, ცენ­ტ­რა­ლუ­რი შე­მო­სას­ვ­ლე­ლი­დან იღებ­დნენ და მე­ო­რე სარ­თულ­ზე კი­ბით ადიოდ­ნენ. ოთა­ხი ორად იყო გა­ყო­ფი­ლი - დი­დი ნა­წი­ლი მა­მა­კა­ცე­ბის­თ­ვის იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი, შე­და­რე­ბით მცი­რე მო­ნაკ­ვე­თი კი მან­დი­ლოს­ნებს ეკა­ვათ. სას­ტუმ­რო ოთა­ხის ერთ-ერთ კე­დელ­ზე ილი­ას დი­დი პორ­ტ­რე­ტი ეკიდა. რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ეს ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ილი­ას არ­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, სტუმ­რებს "მას­პინ­ძ­ლის" იქ არ­ყოფ­ნა არ ეგ­რ­ძ­ნოთ.



"...რე­დაქ­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი სა­ღა­მო­ებ­ზე ხში­რად კითხუ­ლობ­დ­ნენ პო­ე­ტე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტო­რე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბებს, სტა­ტი­ებს. იყო მსჯე­ლო­ბა ქარ­თუ­ლი სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ. ყო­ვე­ლი სა­ღა­მო მთავ­რ­დე­ბო­და უბ­რა­ლო ვახ­შ­მით, რომ­ლის­თ­ვი­საც ღვი­ნო მუ­დამ სა­გუ­რა­მოს მა­მუ­ლი­დან მოჰ­ქონ­დათ. ილი­ას სა­ღა­მო­ე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი იყო", - წერ­და ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი.

ილი­ას არა მხო­ლოდ ქარ­თ­ვე­ლი, არა­მედ უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბიც ჰყავ­და. გერ­მა­ნე­ლი მწე­რა­ლი, პუბ­ლი­ცის­ტი და მთარ­გ­მ­ნე­ლი არ­ტურ ლა­ის­ტი 1892 წლი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დამ­კვიდ­რ­და და აქა­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბა. ის ძა­ლი­ან ხში­რად სტუმრობდა ილი­ას, დაუ­ახ­ლოვ­და მისი ოჯა­ხის წევ­რებსა და გა­რე­მოც­ვას. სახ­ლის ხში­რი სტუმ­რე­ბი იყ­ვ­ნენ ინ­გ­ლი­სე­ლი არის­ტოკ­რა­ტე­ბი მარ­ჯო­რი და ოლი­ვერ უორ­დ­რო­პე­ბი. მთარ­გ­მ­ნელ­მა და-ძმამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი შე­ას­რუ­ლეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის საზღ­ვარ­გა­რეთ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში.

ამ სახ­ლ­ში, ილი­ას, მი­სი მე­უღ­ლი­სა და დის პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა, კერ­ძო მო­ბი­ნად­რე­ნიც ცხოვ­რობ­დ­ნენ. ელი­სა­ბედ სა­გი­ნაშ­ვილს ჰყავ­და მო­სამ­სა­ხუ­რე ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ცა ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამავ­დ­რო­უ­ლად გახ­ლ­დათ ოლ­ღას დამ­ხ­მა­რეც. ილი­ას დას მა­ტე­რი­ა­ლუ­რად რომ გა­უ­ჭირ­და, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვა გა­დაწყ­ვი­ტა. რაც ნი­ცა ახ­ვ­ლე­დი­ანს ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში შე­ეძ­ლო, იყი­და, ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი მე­ზობ­ლებ­მა თა­მარ და გი­ორ­გი ხე­ლაშ­ვი­ლებ­მაც შე­ის­ყი­დეს. მათ შო­რის აღ­მოჩ­ნ­და სა­სა­დი­ლო ოთა­ხის მა­გი­და და ჭურ­ჭ­ლის კა­რა­და, ე.წ. "ბუ­ფე­ტი". ლი­ტე­რა­ტუ­რულ-მე­მო­რი­ა­ლუ­რი მუ­ზე­უ­მის გახ­ს­ნის დღი­დან სხვა­დას­ხ­ვა წელს, მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა, ხე­ლაშ­ვი­ლე­ბის­გან შე­ეს­ყი­და და და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა ეს ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ახ­ლა ილი­ა­სე­უ­ლი სა­სა­დი­ლო ოთა­ხის ექ­ს­პო­ნა­ტე­ბია.

ამ ოთახ­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე, ნივ­თებ­თან ერ­თად თვალ­ში შპა­ლე­რი მოგ­ხ­ვ­დე­ბათ. ის ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ხით შე­მორ­ჩა დღემ­დე, რაც პირ­ველ რიგ­ში ამ ოთახ­ში მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნის, ლია გა­ბი­ტაშ­ვი­ლი­სა და შემ­დეგ­ში უკ­ვე დი­რექ­ტო­რის, ქალ­ბა­ტო­ნი მზია ნა­დი­რა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რეს­ტავ­რა­ტორ­მა ლა­შა სუ­ლა­კა­ურ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რით გაწ­მინ­და და და­ა­მუ­შა­ვა კედ­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ოთა­ხებს, ისიც მო­გო­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით არის აღ­დ­გე­ნი­ლი. ილი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე­თა ცნო­ბით, სა­მუ­შაო და მი­სა­ღებ ოთახ­ებში კედ­ლე­ბი დი­დად გა­დატ­ვირ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ამას შალ­ვა და­დი­ა­ნიც ადას­ტუ­რებს, რო­მე­ლიც წერ­და, რომ ილი­ას სას­ტუმ­რო ოთა­ხი სა­დად და ევ­რო­პუ­ლად ჰქონ­და მოწყო­ბი­ლი.

სას­ტუმ­რო და სა­სა­დი­ლო ოთა­ხე­ბის მა­გი­დებ­ზე ლარ­ნა­კე­ბი ეწყო. დღე­საც ასეა და სხვა­თა შო­რის, ისიც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს ილი­ა­სე­უ­ლი ნივ­თი თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის ტენ­დენ­ცი­ებს ეხ­მა­უ­რე­ბა.


კა­ბი­ნე­ტი

"ი­ვე­რი­ის" რე­დაქ­ტო­რის სა­მუ­შაო ოთა­ხის ჭე­რი მხატ­ვარ გი­გო გა­ბაშ­ვილს მო­უ­ხა­ტავს, რო­მელ­თა­ნაც ილი­ას ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა და მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და. შუ­ა­ში წმინ­და ნი­ნოს პორ­ტ­რე­ტია, მის გარ­შე­მო კი ის­ტო­რი­ულ პირ­თა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი. ცნო­ბი­ლია, რომ ილი­ას იმ პირ­თა სუ­რა­თე­ბი ჰქონ­და, ვის მი­მარ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმ­პა­თი­ას გა­ნიც­დი­და. მას ასე­თი­ვე მიდ­გო­მით კედ­ლებ­ზე გა­მო­ე­ფი­ნა: ვახ­ტანგ გორ­გას­ლის, ერეკ­ლე მე­ო­რი­სა და შო­თა რუს­თა­ვე­ლის პორ­ტ­რე­ტე­ბი. მო­გო­ნე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ჯუ­ზე­პე გა­რი­ბალ­დის პორ­ტ­რე­ტიც ჰქო­ნია.

ილი­ას ყვე­ლა ოთახ­ში ულა­მა­ზე­სი ბუხ­რე­ბია. გადმოცემის თანახმად, სა­მუ­შაო ოთახ­ში არ­სე­ბულ ბუხ­რის თა­რო­ზე, შექ­ს­პი­რი­სა და გო­ე­თეს ბი­უს­ტე­ბი ედ­გა, რო­მე­ლიც დღეს არა ილი­ას დრო­ინ­დე­ლი, არა­მედ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვან­თა ნა­მუ­შე­ვა­რია. ყვე­ლა­სთ­ვის ცნო­ბი­ლია ილი­ას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ინ­გ­ლი­სე­ლი დრა­მა­ტურ­გები­სა და გერ­მა­ნე­ლი მწერ­ლების შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ. გარ­და იმი­სა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით სწავ­ლობ­და მათ შე­მოქ­მე­დე­ბას, ილი­ამ ამ ავ­ტო­რე­ბის ქარ­თუ­ლად თარ­გ­მნით, ხე­ლი შე­უწყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მათ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია-პრო­პა­გან­დას. არც ის უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­და, 1859 წელს პე­ტერ­ბურ­გი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ილია პირ­ველ გიმ­ნა­ზი­ის დარ­ბაზ­ში, დგამს ცოცხალ სუ­რა­თებს შექ­ს­პი­რის "მე­ფე ლი­რი­დან", სა­დაც ლი­რის როლს თა­ვად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ილი­ას მი­ერ დად­გ­მულ ცოცხალ სუ­რა­თებ­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ მა­შინ­დე­ლი თბი­ლი­სის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი, რო­მელ­თა შო­რის ალექ­სან­დ­რე ჭავ­ჭა­ვა­ძის ქალ-ვა­ჟი სო­ფიო და და­ვი­თიც ყო­ფი­ლან.



მა­გი­და და სა­წე­რი მოწყო­ბი­ლო­ბა
ილი­ას სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში დგას მა­გი­და, რო­მელ­თა­ნაც ის დიდ დროს ატა­რებ­და. მა­უ­დის ზე­და­პირ­გა­დაკ­რუ­ლი კაკ­ლის ხის მა­გი­და და სა­წე­რი მოწყო­ბი­ლო­ბა 1886 წელს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა რეს­პუბ­ლი­კუ­რი ბან­კის მმარ­თ­ველ­მა ვლა­დი­მერ პა­ტე­იშ­ვილ­მა. მა­გი­და­ზე კალ­მის­ტარს, სა­მელ­ნე­სა და სა­წერ მოწყო­ბი­ლო­ბებ­თან ერ­თად იდო წი­თე­ლი ფან­ქა­რიც, რო­მელ­საც ილია ხში­რად იყე­ნებ­და მუ­შა­ო­ბის დროს. ილია 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავმ­ჯ­დო­მა­რე­ობ­და ქარ­თულ სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო სა­ად­გილ­მა­მუ­ლო ბანკს და სწო­რედ ამ ად­გი­ლას უხ­დე­ბო­და მუ­შა­ო­ბა.

ილია აქ­ტი­უ­რი მწე­ვე­ლი იყო. მუ­შა­ო­ბის დროს ზოგ­ჯერ თავ­ზეც და­თე­ნე­ბია. ყოველთვის მე­უღ­ლის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო. ოლღა სან­თელს მი­უ­ტან­და, დრო­დად­რო ფინ­ჯან ჩა­ის შე­ა­წო­დებ­და, რომ მის­თ­ვის ყვე­ლა­ნა­ი­რად კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი შე­ექ­მ­ნა.

სა­ფერ­ფ­ლე, "ი­ვე­რი­ის" რე­დაქ­ცი­ის ერთ-ერ­თი სა­რეკ­ლა­მო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნივ­თია, რო­მელ­ზეც მი­თი­თე­ბუ­ლია თა­რი­ღი: 1877-1900. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ის სწო­რედ 1900 წელს დამ­ზად­და. სა­ფერ­ფ­ლე­ზე და­ტა­ნი­ლია რე­დაქ­ცი­ის მი­სა­მარ­თი "ნი­კო­ლო­ზის ქუ­ჩა, 21" და "ი­ვე­რი­ის" ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც კი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მსურ­ველს შე­ეძ­ლო, ილი­ას ან გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ის წევრს და­კავ­შირ­დე­ბო­და.

იონა მე­უ­ნარ­გი­ას მო­გო­ნე­ბიდან ვი­გებთ, რომ ილი­ას კა­ბი­ნეტ­ში გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თე­ბი­სა, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და სა­მეც­ნი­ე­რო მა­სა­ლი­სა, იდ­გა ირ­მი­სა და შვლის ქან­და­კე­ბებიც. ამი­ტომ ილი­ას 150 წლის­თავ­ზე, მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ცი­ის სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვი­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ეს მე­მო­რი­ა­ლე­ბიც აღ­დ­გა...



ანა კალანდაძე

კომენტარები

მაიკო 2017-03-29 14:00
ღმერთო რა დიდებულია...

კომენტარის დამატება