ამერიკელი მეცნიერები მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებს, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან, დღეში ორ ჭიქამდე წითელი მშრალი ღვინის მიღებას ურჩევენ. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევით, შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის კიბოს რისკის ორჯერ შემცირება. გარდა ამისა, წითელი ღვინო მწეველთათვის ფილტვების კიბოს პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა.
ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რესვერატროლი და ასპირინი კიბოს უჯრედებს ჩანასახშივე ანადგურებს. ასევე, წითელი ღვინო კარგია კუჭის წყლულის დროს - მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს წყლულის სწრაფად შეხორცებას.
წითელი მშრალი ღვინის სწორად მოხმარებას შეუძლია სმენის დაკარგვის
წითელი ღვინო იცავს კბილის მინანქარს - მასში შემავალი პროანტოციანიდების შემცველობის გამო ბაქტერიები (მათ შორის, სტრეპტოკოკები) კბილზე ვერ ჩერდებიან. ამიტომ, წითელი ღვინის რეგულარულად მომხმარებლებს ნაკლებად ემართებათ კარიესი. განაგრძეთ კითხვა