უიაფესი კომფორტული სახლი, რომელსაც გათბობა და ელექტროენერგია არ სჭირდება

კომუნალური გადასახადები ყველა ოჯახისთვის მტკივნეული თემაა. ქვითრის ნახვის შემდეგ უმეტესობას ისეთ ადგილზე გადასახლების სურვილი უჩნდება, სადაც არც გაზის საფასურს გადაიხდის, არც წყლის და არც ელექტროენერგიისას, მაგრამ ასეთი ადგილი, ალბათ, არავის არსად ეგულება. თუმცა, არსებობს ამ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზა. ჩვენ დაგარწმუნებთ იმაში, რომ შესაძლოა ააშენოთ სახლი, რომელიც თავად გათბება, ელექტროენერგიასაც თავად გამოიმუშავებს, წყალსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, საკვებსაც კი.

გაგიკვირდათ? ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეთი სახლი რეალურად არსებობს. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ამ სახლის ფასი 7.500 აშშ. დოლარიდან იწყება. შაფასურის

უმეტესი წილი კი იხარჯება არა მასალაში, არამედ სახლის დაპროექტებასა და სამშენებლო სამუშაოებში.



რატომ ღირს ეს საოცარი სახლი ასე იაფი? იმიტომ, რომ სახლის აშენებულია, არც მეტი, არც ნაკლები, ნაგვისგან. საძირკველი იყრება გრუნტით გატენილი საბურავებისგან, კედლების ასაშენებლად კი ლუდის ცარიელი ბოთლებია გამოყენებული.

ამ უნიკალური იდეის ავტორი არქიტექტორი მაიკლ რეინოლდსია. მსგავსი შენობების აშენება მან 70-იან წლებში დაიწყო.



დღესდღეობით ამ არქიტექტორის სახლებს ნებისმიერ კონტინენტზე შეხვდებით. თითოეულ სახლს არქიტექტორი კონკრეტული ადგილის რელიეფის, თავისებურებების გათვალისწინებით აპროექტებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამა თუ იმ ადგილის კლიმატურ პირობებს. დამკვეთს უგზავნიან სპეციალურ ნახაზებს და ინსტრუქციას, რის შემდეგაც სახლის აშენებას შეძლებენ ისეთი ადამიანებიც, ვისაც ამ სფეროში სპეციალური განათლება არ აქვს მიღებული.



ამ სახლებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ჩვენ შევეცდებით ამ სახლების 4 ძირითად უპირატესობაზე მოგითხროთ.



საკუთარი ელექტროენერგია
სახლს აქვს საკუთარი ელექტროენერგია მზის ბატარეების, ქარის წისქვილის ან სხვა წყაროების ხარჯზე, რაც არ ვნებს გარე სამყაროს. ეს დამოკიდებულია იმ ადგილზე,. სადაც უნდა აშენდეს სახლი.



წყალი
სახლი ისეა მოწყობილი, რომ წვიმის წყალი ჩაედინება სპეციალურ ცისტერნებში.

ამის შემდეგ წყალი იფილტრება და შედის წყალსაცავში. სუფთა წყალი განკუთვნილია სასმელად და გასარეცხად. ნახმარი წყალი კანალიზაციაში როდი ჩაედინება, ის განკუთვნილია ეზოს მცენარეების მოსარწყავად. ასევე გამოიყენება ტუალეტის ჩასარეცხად.

ამ სისტემის ერთადერთი მინუსი ის გახლავთ, რომ უარის თქმა მოგიწვეთ სინთეტიკურ სარეცხ საშუალებებზე.



საკუთარი საჭმელი
გარდა საცხოვრებელი ფართისა, ასეთ სახლს აქვს საკუთარი სათბური, სადაც შესაძლებელია ხილისა და ბოსტნეულის მოყვანა. სურვილის შემთხვევაში ასევე შეიძლება მინი ფერმის მოწყობაც.



მუდმივი მიკროკლიმატი
ასეთ სახლში მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნებულია სტაბილური, 21 გრადუსი ტემპერატურა. გრუნტიანი საბურავები ერთგვარი თერმოსის ფუნქციას ასრულებს. ასევე სახლის ფანჯრები გადის სამხრეთისკენ, რომელიც დამატებით ამარაგებს სახლს მზის ენერგიით.



დაუჯერებელია არა? გეთანხმებით, მაგრამ ასეთი სახლები მართლაც არსებობს.

წაიკითხეთ ასევე:

ამ აგარაკის მშენებლობას კაცმა 20 წელი მოანდომა - ახლა ის ყველას აოცებს

აი, როგორი სახლი ააშენა მარტოხელა დედამ შვილებისა და ვიდეოინსტრუქციის დახმარებით

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები