ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის ეკატერინე კიკნაძის მიერ სვაროვსკის თვლებით დამზადებულმა ნამუშევარმა კონკურსში გაიმარჯვა. თავის შემოქმედებაზე ავტორი ნიუ-იორკიდან გვესაუბრა
- რამდენიმე წელია, რაც სვაროვსკის სამკაულებს ვაკეთებ. მიყვარს სვაროვსკის ქვები და გადავწყვიტე თვითონ გამეკეთებინა. აქ სამხატვრო მაღაზიაში ყველაფერი იყიდება და ვიყიდე რა იარაღებიც მჭირდებოდა სამკაულის გასაკეთებლად. სვაროვსკის ქვები ძალიან ძვირია ამერიკაში. ისე მოხდა, რომ სადაც ქვები შევიძინე, იმ კომპანიამ შემომთავაზა მიმეღო მონაწილეობა სვაროვსკის კონკურსზე, რომელიც ყოვეწლიურად ტარდება. სამკაულების გაკეთება საკმაოდ შრომატევადი და რთული აღმოჩნდა, მაგრამ მახარებდა რაღაც ლამაზს რომ ვქმნიდი. დიდ
მანიჭებს, როცა ახალ რამეს ვიგონებ! სანამ არ დავასრულებ შემიძლია დღე და ღამე გადაბმულად ვიმუშაო... სამკაულმა 2015 წელს გაიმარჯვა სვაროვსკის კონკურსზე. ამ
სამკაულს სამი კვირა ვაკეთებდი და დღე და ღამეც ვმუშაობდი. ამ გამარჯვებში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ ქართველ ერს. ბევრი ხმების რაოდენობა მე მქონდა, რის გამოც
დიდ მადლობას ვუხდი თითოეული ხმის მომცემს.
სვაროვსკის საკმაოდ ბევრი სამკაულები გავაკეთე. ეხლა შეკვეთებს ვიღებ. მინდა ნაწილი საქართველოშიც ჩამოვიტანო. ამჟამად ვმუშაობ ქანდაკებაზე და ეს ქანდაკება მინდა
ბროლით მინდა შევასრულო. ძალიან ლამაზი და ეფექტურია.
- როგორ აიწყვეთ კარიერა ამერიკაში?
- ამერიკაში ცხოვრებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, რადგან ამერიკულმა ფილმებმა ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა... ბავშვობაში ჩანახატებს ვაკეთებდი, მანჰეტენის
ქუჩებს ვხატავდი და ერთერთ ნახატზე მიწერია, რომ ერთ დღეს აუცილებლად წავიდოდი ჩემს საოცნებო ქვეყანაში... ეს სურვილი 1997 წელს ამისრულდა და იმის შემდეგ ნიუ-იორკში
ვცხოვრობ. ამერიკაში თუ შრომა არ გეზარება, ყველაფერს მიაღწევ... როცა ამერიკაში ჩამოვფრინდი ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ერთერთ ოჯახთან, სადაც ვმუშაობდი, ახლოს იყო სამხატვრო აკადემია და იქ ღამის კლასებში ჩავირიცხე. ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა. ასევე კარგი მასწავლებლები იყვნენ, ვინც ქანდაკებას მასწავლიდნენ. ისინი ცნობილი მოქანდაკეები იყვნენ... მახსოვს პირველივე გაკვეთილი ჩემდა გასაოცრად ძალიან ადვილი იყო ჩემთვის. კლასში რატომღაც ყველას ეგონა, რომ მე გამოცდილი მოქანდაკე ვიყავი და ეს პირველი გაკვეთილი არ იყო ჩემთვის. სხვები რომ ზომავდნენ სხეულის მოხაზულობებს, მე ხედვით ვაკეთებდი ამ ყველაფერს... ამჟამად უფრო მომთხოვნადია პორტრეტი კანდაკებები ბრონზეში. რატომღაც ამერიკელებს უნდათ, რომ თავიანთი პორტრეტი დაუტოვონ თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს... გამოფენას ნოემბრისთვის ვგეგმავ მანჰეტენზე, სადაც ზეთში შესრულებულ ნახატებს, ქანდაკებებსა და
სვაროვსკის სამკაულებს წარმოვადგენ. მომავალში მინდა საქართველოში ვიცხოვრო და ახალგაზრდებს ქანდაკება შევასწავლო.
მანანა გაბრიჭიძე
კომენტარები
წარმატება,წინსვლა ერის სასახელოდ!!!