ოთო ნემსაძეს უცხო ადამიანმა ბათუმში ბინა აჩუქა

ოთო ნემსაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
"მოკლედ დავიწყებ იქიდან, რომ არ მიყვარს საკუთარი სიხარულის თუ მწუხარების აფიშირება, უბრალოდ ეს ის შემთხვევაა, როცა არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი უდიდესი ბედნიერება. ცოტა ხნის წინ შევხვდი ერთ ადამიანს, რომელმაც თავისი დიდი სიმპათია გამოხატა ჩემი შემოქმედების მიმართ და მითხრა, ბათუმში რომ მოხვდები, უბრალოდ შემეხმიანეო. გუშინ ჩამოვედი ბათუმში და შევეხმიანე ამ კარგ ადამიანს მოსაკითხად. შევხვდით ერთმანეთს და მან მანქანა დიდ მშენებარე კორპუსთან, ბათუმის ცენტრში გააჩერა. მითხრა, ამ სახლს მე ვაშენებ და აი, მეჩვიდმეტე

სართულზე ძალიან მაგარი ხედით ბინა შენიაო...

გავჩერდი და გავიყინე ადგილზე, არც კი ვიცოდი, რა მეთქვა. გულმა ისე დამიწყო ცემა, მეგონა ამოვარდებოდა... თან მოაყოლა, არ მინდა არაფერი, უბრალოდ კაი კაცი ხარ და აი, ეს სახლი მინდა გაჩუქოო.

 

ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ დამთანხმდა პოსტის დადებაზე.
პ.ს. არასდროს არ მილაპარაკია ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ ადამიანმა ცხოვრების დიდი ნაწილი დამილაგა თავისი უდიდესი სულგრძელობით.
პ.პ.ს. აი, ზუსტად ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ წარმატებულები უგზო-უკვლოდ, რათა ბევრი კეთილი საქმე აკეთონ.
მადლობა თქვენ. მე არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი სიხარული. დიდი მადლობა თქვენ, ბატონო რამაზ!

მინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ეს პოსტი. სასწაულებიც ხდება #სიკეთეგადამდებია“, - წერს ოთო.

მეგობრები გულმხურვალედ ულოცავენ ოთოს ახალ ბინას:
„სწორედ ეს ადამიანი ეხმარება ძალიან ბევრ ადამიანს. ყველა საქველმოქმედო კონცერტში შეაქვს თავისი მოკრძალებული წვლილი! ეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. იხაროს და იმრავლოს ბატონი რამაზის ოჯახმა“. „აუუუუუ, რა მაგარიაააააა ოთოოოოო!!!!! გილოცაააავ! უძლიერესი ადამიანი ყოფილა ბატონი რამაზი. ოცნებები თურმე ხდება“. „ძალიან გამიხარდა, ოთო, ასეთი რამ ცხოვრებაში იშვიათად ხდება, მადლობა ამ დიდებულ პიროვნებას, შენ კი სიხარულით გილოცავ!“.

ჩვენც ვუერთდებით მილოცვებს!

მერი ბლიაძე

კომენტარები

თაზო 2017-03-14 16:00
სიკეთე არ დაიკარგება
Mari 2017-03-11 17:40
Mdidars artmevs gariska adzlevs gmerti rogor caaxdensa mixaria es sixaruli
ciala 2017-03-09 03:55
gulit gilocav oto svilo am did sahukars.tkven ki batono ramaz me xvtis kacs giwodebdit daglocot ufalma tkveni odzaxit da gvimravlos tkvennairi adamianebi
bebero 2017-03-07 13:32
ოთო გილოცავ!
ბატონო რამაზ, თუმცა უფრო აჯობებს-ლამაზო ქართველო კაცო, გაიხაროს შენმა მოდგმამ. ასეთი ადამიანები ანიჭებენ ჩვენს ერსა და ქვეყანას უკვდავებას. ღმერთა გამრავლოთ და გაგაძლიეროთ. ყველაზე სწრაფი ინფექციასავით გადაგდებოდეთ სიკეთის კეთების ვირუსი შძლებულნო ამა ქვეყნისანო. სიცოცხლე მიხარია თქვენისთანა ადამიანების შემყურეს, რამაზ ბატონო. გაიხარეთ!
იზა 2017-03-06 10:09
გილოცავ, ოთო! უფალმა დაგლოცოთ ბატონი რამაზი, ულევი სიხარული და ბედნიერება თქვენს ოჯახს, გვიმრავლოს თქვენისთანა ადამიანები. წარმატებები ითოს, ბორჯომელებს ძალიან გაგვეხარდა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები