მაღაზიაში კარგი ღვინის საყიდლად სულაც არ კმარა მხოლოდ სურვილი და ფული. აუცილებლად უნდა იცოდეთ წესები, თუ როგორ შეარჩიოთ კარგი და ხარისხიანი ღვინო, როგორ არ მოტყუვდეთ არჩევანში და არ აღმოჩნდეთ უხარისხო ან ფალსიფიცირებული ღვინის ბოთლით ხელში.
საცობი
ყურადღება მიაქციეთ საცობს. როგორც წესი, ითვლება, რომ რაც უფრო ცუდად გამოიყურება ბოთლიდან ამოღებული საცობი, მით უფრო დიდი ხნის არის იგი. თუმცა, თუ ხელში კარგად გაშავებული და ნახევრად ჩაფშვნილი საცობი შეგრჩათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვინო არ ინახებოდა სათანადო პირობებში. საქმე ის არის, რომ ღვინოებს,
ხშირად საცობზე დატანილია მწარმოებლის კოდი. ბოთლის ღვინის საცობი მწარმოებლის გერბით ან ემბლემითაც არის ხოლმე დამშვენებული. ხშირად საცობზე მოცემულია ღვინის სრული დასახელება და მოსავლის აღების წელი. წარწერა ფრანგულ ღვინოზე "მის ენ ბოუტეილლე ა ლა პროპრიეტე", ანუ ჩამოსხმულია მწარმოებლის მიერ, მიუთითებს იმაზე, რომ პროდუქციას არ დაუტოვებია ადგილობრივი მეურნეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ მოუთავსებიათ ცისტერნებში. ტრანსპორტირება ნებისმიერი სწორად დაყენებული ღვინისთვის მომაკვდინებელი სტრესია. თუ ბოთლიდან ამოღებული საცობის ქვედა მხარეს შენიშნეთ თეთრი კრისტალები - თეთრი ღვინის შემთხვევაში, და მოვარდისფრო - წითელი ღვინის შემთხვევაში, არ შეშინდეთ, ეს არის მჟავა, რომელიც მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს. მას მერე, რაც ამ დეტალებს გაითვალისწინებთ, შეიძინეთ ხარისხიანი ღვინო და გემრიელად დააგემოვნეთ.
ეტიკეტი
ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს. შესაძლოა ეტიკეტზე, მაგალითად, "ქინძმარაულის" ნაცვლად ეწეროს "ქინძმარული". ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ღვინის სრული სახელწოდება, კატეგორია, ღვინოში შაქრის შემცველობა. თუ საუბარია მშრალ ღვინოზე, ეს პუნქტი მითითებული ვერ იქნება, რადგან მშრალ ღვინოში შაქარი უბრალოდ არ არის. იარლიყზე აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული: სერტიფიცირების კოდი, სრული დასახელება იმ ფირმისა, რომლის მიერაც არის დამზადებული ესა თუ ის ღვინო, რომელ წელს არის ჩამოსხმული აღნიშნული სასმელი. სასურველია, იარლიყზე ასევე ფიგურირებდეს ტერმინი "ნატურალური ღვინო". თუ ბოთლზე ასეთი წარწერა ვერ შენიშნეთ, ე.ი. თქვენ მიერ შეძენილი ღვინო არის "სინთეტიკური". ამგვარი ღვინის ზოგიერთი კეთილსინდისიერი მწარმოებელი აკეთებს კიდეც ეტიკეტზე მსგავს წარწერას, რაც მომხმარებელს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ღვინო არის "სპეციალური ღვინო", ანუ მომზადებულია კონცენტრატებისგან. ბოთლის ღვინის შეძენისას მეტად იქნებით დაზღვეული ფალსიფიცირებისგან.
მშრალი ღვინის (განსხვავებით ნახევრად ტკბილი ღვინოებისგან) დამზადება შეუძლებელია კონცენტრატებისგან. ჯობია, შეიძინოთ ისეთი ღვინო, რომლის ეტიკეტზეც მითითებული იქნება მოსავლის აღების წელი.
დეგუსტაცია
თუ ღვინის ხარისხის განსაზღვრა ყიდვისას ვერ მოხერხდა, მისი დეგუსტაცია უნდა შეძლოთ. სინთეტიკური ღვინის დაგემოვნების შემდეგ გემო დიდხანს ვერ გაგყვებათ. ამ ღვინოებს ეს თვისება არ გააჩნიათ. როგორც წესი, ისინი სიტკბოთი გამოირჩევა. რაც შეეხება ფერს, შესაძლოა მისი ვარირება, თუმცა სინთეტიკური ღვინოები უმეტესად ღია ფერისაა. ახლად გახსნილ ბოთლის ღვინოს თავისი სურნელი აქვს, რაც იაფფასიანი ღვინისთვის არ არის დამახასიათებელი, მას უბრალოდ ღვინის სუნი ასდის.
ფასი
დაიმახსოვრეთ, რომ კარგი ბოთლის ღვინო იაფი ვერ ეღირება.