ალბათ წელიწადის არც ერთ სეზონს არ ელის ადამიანი ისეთი მონატრებით, როგორც გაზაფხულს. ამ დროს ყველაზე ტკბილია ჰაერში გაფანტული სურნელი, ალგ-ალაგ დაწყებული სიმწვანე და მზე... მზე, რომელსაც კი არ ვემალებით, პირიქით, ვეძებთ, ვესწრაფვით და ყველგან ვპოულობთ.
„შინის“ ახალმა ნომერმა გვინდა, გაზაფხულივით ნანატრი მოლოდინი გაგიმართლოთ - თქვენი სახლის ჟურნალი ხომ ისევ თქვენს სამსახურშია.
დაგათვალიერებინებთ ნიჭიერი დიზაინერის და ფოტოგრაფის ფერად ინტერიერებს, ხელოვანი ცოლ-ქმრის დეკორატიულ ნივთებს, კიდევ ერთხელ, სულ სხვაგვარად შეავლებთ თვალს ძველი თბილისის უნიკალურ აივნებს.
გაზაფხულის „შინს“ გულთბილად უმასპინძლა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის ოჯახმა,
მოდელმა ლალი ტოტიკაშვილმა თავისი თეთრი სახლი გაგვაცნო, მამა-შვილმა ჯინჭარაძეემბა კი გვაჩვენეს, როგორია ხელოვანი ოჯახის შინაური გარემო.
ვნახავთ, როგორ მოაწყო თავისი გემოვნებით ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ტრიპლექსი. გაიგებთ, როგორ უნდა შეარჩიოთ ინტერიერისთვის შპალერი თუ ოთახის მცენარეები, გასწავლით პატარა ზომის ბაღისა და აგარაკის მოწყობის წესებს, გირჩევთ, როგორ მოუაროთ მაცივარს, რომ დიდხანს გაგიძლოთ და რაში გამოგადგებათ ძველი ჩემოდნები.
არც სოფელს ავუვლით კვლავ გვერდს - ამჯერად გურიაში მდებარე რანჩოს ვესტუმრეთ, ასევე გავიცანით ახალგაზრდა ფერმერი, რომელიც კახეთში ნამჯის სახლს აშენებს და ბურიანში მდებარე ულამაზესი აგარაკიც დავათვალიერეთ.
ტრადიციულად, ყველა მკითხველს გელით საჩუქარი - დეკორატიული სკოტჩები, რომელსაც ბევრნაირად გამოიყენებთ, ხოლო განსაკუთრებით იღბლიანებს - მომგებიანი ვაუჩერები შეხვდებათ.
გაატარეთ კიდევ ერთი გაზაფხული ჩვენთან ერთად - „შინ“ თქვენი სახლის ჟურნალია.