ნაძვის ხის მორთვა მთელი რიტუალია. თუმცა სანამ მოვრთავთ, ნაძვის ხე რამეზე უნდა დავდგათ. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იყენებენ სადგამების ალტერნატიულ ხერხებს. თუ ადრე მხოლოდ ხის ან პლასტმასის სადგამზე იდგა, ბოლო ტენდენციაა ნაძვის ხის ლარნაკში ან ქოთანში მოთავსება. ასე ათავსებენ არა მარტო ცოცხალ, არამედ ხელოვნურ ნაძვის ხესაც. ქოთანში მიწას წყრიან ან ქვიშას და მერე ათავსებენ შიგნით ნაძვს. ვინც ვერცერთ ვარიანტს ვერ მოახერხებს და ნაძვის ხის სადგამი არც ისე გამორჩეული და სანახაობრივი გამოუვა, მას ვურჩევთ, უბრალოდ დამალოს ნაძვის ხის ძირი -
აქ ბევრი ვარიანტია და თავადვე შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი.