2018 წლის ზაფხულის თვეები აქამდე დაფიქსირებულ რეკორდულ რიცხვებს არ ასცდება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო გვაწვდის. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ( WMO) ექსპერტების დასკვნით, 2018 წლის ზაფხულის პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულის, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს და კავკასიის რეგიონის ამინდის ფორმირებას, წყნარ, ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები განაპირობებს.
აღნიშნულ რეგიონებში, ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე (საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობა) მაღალი, ხოლო ნალექი - ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი. ექსპერტების დასკვნით, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 60%-იანი ალბათობით ნორმაზე 1- 2 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექი 45%-იანი
ალბათობით, ნორმაზე ნაკლები იქნება. ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის ნორმა საქართველოს დაბლობსა და ბარში +20, +23, მთაში +17, +20, მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს შეადგენს.
AMBEBI.GE გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსს ხათუნა ქოქოსაძეს ესაუბრა:
- გამოცხადებული ამინდის პროგნოზის მიხედვით, ცხელი ზაფხული გველის, მაგრამ არაანომალური. თუმცა, ეს იმას არ გამორიცხავს, რომ სადღაც რაღაც რეკორდი მოიხსნას. თუნდაც 2-3 წლის წინ, კახეთში, +43 გრადუსი, მაღალი ტემპერატურის ახალი რეკორდი დაფიქსირდა - ასეთი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა. საერთოდ კი, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ცხელი ზაფხული შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელებულმა მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვიოს. ასე რომ, ზაფხულში აქამდე დაფიქსირებულ არც შარშანდელ და არც სხვა წლების ზაფხულის ტემპერატურას არ გადააჭარბებს.
- +50 გრადუსი საქართველოში არასდროს ყოფილა?
- საქართველოს მასშტაბით +50 გრადუსი არასდროს ყოფილა. შესაძლოა, ცალკეული პუნქტის, ქალაქისთვის ყოფილიყო +42-43 გრადუსი. თბილისში +42 გრადუსზე მეტი ტემპერატურა არასდროს ყოფილა. მაგალითად, 2006 წელს ფოთში +45 გრადუსი დაფიქსირდა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ +45 გრადუსი იყო თბილისშიც. უბრალოდ, იმ რეგიონისთვის მოიხსნა რეკორდული მაჩვენებელი. ღმერთმა არ ქნას +45 გრადუსი. ეს ბევრ ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ თუ შემთხვევით მოხდა ასეთი ფაქტი, ვიტყვით, რომ დედაქალაქისთვის რეკორდი მოიხსნა.
- და კონკრეტულად რამდენს ველოდებით?
- კონკრეტულად რაიმე რიცხვის დასახელება რთულია, ეს უფრო მოკლევადიან პროგნოზში ხერხდება. გრძელვადიანი პროგნოზის პირობებში ამის თქმა ძნელია. თუმცა შეიძლება ცხელი დღეები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს. შემიძლია ვთქვა, რომ ტემპერატურა +38-39 გრადუსამდე მიაღწევს, ცალკეულ პუნქტებში +40-41 გრადუსამდეც.
- ცხელ დღეებს მიწისძვრა ხომ არ მოჰყვება?
- მეტეოროლოგია და სეისმოლოგია განსხვავებული სფეროებია. სეისმლოგიაში კონპეტენტური არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია. მით უმეტეს, ცხელი ზაფხული, ან ცივი ზამთარი რაღაც მიწისქვეშა რყევებთან და ბიძგებთან არანაირ კავშირშია. ერთადერთი, რასაც ცხელი ზაფხული იწვევს, ეს გვალვაა. ამიტომ სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა, მეურნეებმა ეს უნდა გაითვალისწინონ, რომ მოსავალზე უარყოფითად არ იმოქმედოს, ასევე უნდა გაფრთხილდნენ წნევიანი ადამიანები. ევროპაში ამინდის პროგნოზს ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში სერიოზულად იყენებენ. ამინდი ბევრ რამეს განსაზღვრავს.
- ე.ი. ამ ზაფხულს ნაკლებ ნალექს ველოდებით.
- კი, ნაკლები ნალექია მოსალოდნელი, ნორმასთან შედარებით ახლოს იქნება სანაპირო ზოლში. დანარჩენ ტერიტორიაზე, ნორმაზე ნაკლები იქნება.
- შარშანდელი ტყის ხანძრების მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდებოდა. ისეთ ძლიერ ხანძარს მართლაც სიცხე იწვევს?
- მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს, მაგრამ მას უფრო დაუდევრობა აჩენს, როდესაც ტყეში გასული ადამიანები კოცონს ანთებენ და ისე ტოვებენ, არ აქრობენ. ამან შესაძლოა დიდი ხანძარიც გამოიწვიოს. ხანძარი მოსალოდნელია წვიმის შემდეგაც, როდესაც წყლის წვეთში მზის სხივი გაივლის. იმ დროს გამადიდებლის ეფექტი წარმოიქმნება და ცეცხლი გამხმარ ფოთლებს წაეკიდება. შესაძლოა, მზის სხივმა იქვე დაგდებული გატეხილი ბოთლის ნამსხვრევში გაიაროს და ხანძარი გაჩნდეს, ან შეიძლება მეხის დაცემის შედეგად აალდეს.
- ცხელი ზაფხულის დღეებში როგორია თქვენი რეკომენდაციები?
- ცხელი ამინდები ჯანდაცვის სფეროში უნდა გაითვალისწინონ და დროულად გააფრთხილონ ადამიანები, ვინც განსაკუთრებით მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ, წნევას უჩივის. ისინი უნდა მოერიდონ შესაბამის ადგილებში სიარულს, რომ სიცხეს თავი დააღწიონ. როგორც უკვე ვთქვით, სოფლის მეურნეობის მესვეურებმა, თუნდაც წვრილმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართონ, რომ მოსავალი არ გაუფუჭდეთ. იხილეთ ვიდეო