სხვა სახლის სინდრომი

აქ ყველაფერი ისეა, როგორც წარმომედგინა:
რძისფერი კედლები.
რძისფერი იატაკი.
აგურის კედელი.
აბაჟურები.
წითელი ტახტი.
გარდერობიც კი, სარკიანი.
მუქი კარადა წიგნებისთვის.
სამზარეულო მყუდრო და თბილი.
შალის ხალიჩა…
მაგრამ ყოველ საღამოს გზად ამ სახლისკენ,
როგორც ტყის ქალს,
ისე მინდება შევეხეტო ძველი სახლის ვიწრო ეზოში,
ავუარო მწყობრად ჩამდგარ მანქანებს გვერდი
და ჩავეხუტო იმ მწვანე ფიჭვსა
და ყვითელ ჭადარს,
რომლებიც ძველი სახლის ფანჯრების წინ ისე დგანან,
თითქოს ისევ იქ ვცხოვრობდე,
ჩემებთან ერთად
და ან ჩაის ვამზადებდე,
ან სარეცხს ვფენდე…
არადა, ამ სხვა სახლში
ხომ

ყველაფერი ისეა,
როგორც მინდოდა…

ნინო თარხნიშვილი

კომენტარები

კაკუნა 2015-12-28 15:27
:(
555555555 2015-12-18 13:20
ra magaria

კომენტარის დამატება