"შინის" ზამთრის ნომერი უკვე გამოვიდააა!!! გელით ბევრი საინტერესო და პრაქტიკული ინფორმაცია. "შინის" ზამთრის ნომერი სავსეა იმით, რაც ზამთარში ყველაზე მეტად გვახარებს - აგიზგიზებული ბუხარი, სავსე სუფრა, ბარაქა, კომფორტული გარემო... გაიგებთ ბევრ საინტერესო ამბავს ბუხარზე და იმაზე, თუ როგორია კარგი ბუხარი. თუ თანამედროვე ტექნოლოგიებით გსურთ ზამთარში გათბობა, ამაზეც გვაქვს ინფორმაცია - გიამბობთ, როგორ გამოვიყენოთ მზის ენერგია ჩვენს რეალობაში. ტრადიციულად ვიმოგზაურეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - საქართველოს მგოსნის აკაკის სახლს სხვიტორში ვესტუმრეთ, ყველის ტრადიციულად დამზადების ოსტატებს - ლაფანაანთკარში, ორთუბანში - კეთილ და მშრომელ
ამ ნომერში ექსკლუზივიც გელოდებათ - რუსეთში ყველაზე ცნობილ ქართველ დიზაინერს მივაკვლიეთ და სწორედ მისგან გავიგეთ რჩევები, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ მოდურად ბინის ინტერიერი და რა ტენდენციებია ამ მხრივ მსოფლიოში. სწორედ მოდური ინტერიერით გამოვარჩიეთ ასევე ეკა ჩხეიძის ულტრათანამედროვე ბინა, ხოლო უჩვეულო და ვინტაჟური სტილით - ყველასთვის საყვარელი ნინო ჩაკვეტაძის სახლი-გალერეა.
ყველასთვის ცნობილ თამადასაც თბილისში მივაგენით. სწორედ მისგან გაიგებთ, როგორი უნდა იყოს კარგი თამადა და ასევე შეიტყობთ მის ყველაზე დიდ სურვილს 2016 წლისთვის. საოცარ ოჯახურ ტრადიციებს ნორვეგიულ-ქართული ოჯახიც გაგვიზიარებს - გაოცდებით იმ სიყვარულით, რომლითაც არის გამსჭვალული ნორვეგიელი მუსიკათმცოდნე საქართველოს მიმართ. ჩვენი კულტურით მოხიბლული საკუთარი ქვეყნიდან აქ გადმოსახლდა და ქართულ ხალხურ სიმღერებს ბევრ ქართველზე უკეთ მღერის.
რა თქმა უნდა, არ დაგვვიწყებია პრაქტიკული რჩევები დიასახლისებისთვისა და ოჯახის უფროსებისთვის - სახლის მოვლაზე, ოთახის მცენარეებზე, ნარჩენი მასალების გამოყენებაზე, აგარაკის მოწყობასა და ბევრ ამგვარ საფუსფუსო საქმეებზე. ვერ საჩუქრების გარეშე დავტოვებდით მკითხველს ამ საახალწლოდ: ჟურნალში თქვენი სუფრისთვის ეკოლოგიურად ჯანსაღი ხელსახოცების ნაკრები დაგხვდებათ, თქვენი სახლის კედლებისთვის კი - 2016 წლის კალენდრის საკუთარი გემოვნებით შერჩეული ვარიანტი.
ერთი სიტყვით, ეს ნომერიც ბევრი საინტერესო, თვალსაჩინო, ლამაზ, პრაქტიკულ და დასამახსოვრებელ ინფორმაციას მოიცავს...
ასევე სასიამოვნო ინფორმაცია "შინის" ერთგული მკითხველისთვის. თუ ჟურნალის გამოწერას მოისურვებთ, ასეთ შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს. თუ ერთი წლით გამოიწერთ, თითო ნომრის ფასი 4 ლარი იქნება. დაწვრილებით იხილეთ.