ერთხელ, კინოსტუდიის დირექტორმა, ვლადიმერ მაჭავარიანმა თავისთან დაიბარა რეჟისორი ტაბლიაშვილი და აცნობა, რომ ვიქტორ დოლიძის ოპერის "ქეთო და კოტე" ეკრანიზაციას აპირებდნენ. საბჭოთა ხელისუფლებას მუსიკალური კომედიური ჟანრის ფილმი II მსოფლიო ომით დათრგუნვილი ადამიანების გასახალისებლად სჭირდებოდა.
(საბჭოთა კავშირის მიერ დამტკიცებულ ფილმების სიაში, რომელზეც მუშაობა უახლოეს მომავალში უნდა დაწყებულიყო), "ქეთო და კოტეც" მეექვსე თუ მეშვიდე ნომრად ეწერა და რეჟისორად ვახტანგ ტაბლიაშვილი იყო მითითებული.
ვახტანგ ტაბლიაშვილი
განცხადებას ხელს სტალინი აწერდა... (ჰმ, მიდი და უარი თქვი, არ გადავიღებო). რეჟისორმა მარჯანიშვილის თეატრში მეორე დღესვე შესთავაზა ქეთოს როლი
მედეა ჯაფარიძეს, ხოლო კოტე... ის არ "ჩანდა". როგორც იქნა "მონახეს" - პირველად კოტეს როლზე დამტკიცებული იყო ანდრო კობალაძე, მაგრამ მაშინდელი ქვეყნის პირველი პირის სატელეფონო ზარის შემდეგ, კობალაძე ბათუ კრავეიშვილით ჩაანაცვლეს...
ასევე დიდი დრო დასჭირდა თავადი ლევანის როლის შემსრულებლის შერჩევას. ბევრი ვარიანტი იყო. ბოლოს, თავადის როლზე პეტრე ამირანაშვილი დაამტკიცეს.
ჯვრისწერის სცენა
"ქეთო და კოტე" ეკრანებზე 1948 წელს გამოვიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფილმიდან ამოჭრილია ქეთოსა და კოტეს ჯვრისწერის სცენა (ჯვრისწერა მხოლოდ ფოტოზეა შემორჩენილი).
აღნიშნული ფოტო კი ის კადრია ფილმიდან, როცა ბათუმდე კოტეს როლი კობალაძეს "ებარა"..
ანა კალანდაძე