ხელოვან ადამიანებს აქვთ უნარი, სრულიად წარმოუდგენელი ნივთი ხელოვნების ნიმუშად, ნამდვილ შედევრად აქციონ. ამის ნათელი მაგალითია ეს არტ ობიექტი, რომელიც ამერიკელმა ქალბატონმა შექმნა - გამხმარი ხე კი არ მოჭრა, მინი ბიბლიოთეკად აქცია, რომლითაც ადგილობრივი მოსახლება დიდი სიხარულით უფასოდ სარგებლობს.
წიგნების სიყვარულის გასაღვივებლად ამერიკაში შეიქმნა პროექტი “პატარა უფასო ბიბლიოთეკა”. ეს გახლავთ არაკომერციული პროექტი, რომლის მიზანია ადამიანებს წიგნის კითხვა შეაყვაროს.
აღნიშნულმა პროექტმა ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა და სულ 75 000-ზე მეტი
ასეთი ბიბლიოთეკა შეიქმნა არა მარტო ამერიკაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ეს კი ერთ-ერთი ასეთი მინი-ბიბლიოთეკაა, რომელიც ამერიკელმა ქალბატონმა გამხმარი ხისგან შექმნა.
ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ქალბატონმა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ბიბლიოთეკაში და ამავე დროს გახლდათ მხატვარი, გადაწყვიტა არ მოეჭრა გამხმარი ხე და მისთვის მეორე სიცოცხლე ეჩუქებინა.
ხის ზედა ნაწილი მოჭრას ვერ გადაურჩა, რადგან გამხმარი ტოტები ადამიანებს საფრთხეს უქმნიდა. დატოვეს ხის ყველაზე სქელი, დიდი ნაწილი, რომელსაც ამოაცალეს შიგთავსი და დაამუშავეს სპეციალური ხსნარით, რათა შეეჩერებინათ ლპობის პროცესი.
ამის შემდეგ შიგნით დაამონტაჟეს სტელაჟები და თაროები, როგორც ბიბლიოთეკას ჭირდება. სრულყოფილებისთვის კი ქალბატონმა, შვილის დახმარებით, ბიბლიოთეკას სახურავიც გაუკეთა და დაამონტაჟა შუშის კარი.
ბიბლიოთეკაში შეიყვანეს ელექტრობაც, რათა მომხმარებლისთვის კომფორტი შეექმნათ.
მართალია, შიგნით შესვლა ვერ ხერხდება, თუმცა წიგნის აღება და დატოვება პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.