ხუთსართულიანი სახლი ერთი ოჯახისთვის - 32 კვ.მ-ზე აგებული!

ეს სახლი სულ რაღაც 32 კვ.მ-ზეა აშენებული



დღევანდელ დღეს ქალაქში საკუთარი სახლის ან მიწის ნაკვეთის ქონა ნამდვილი ფუფუნებაა. უძრავი ქონებისა და მიწის ფასი ხომ დღითიდღე იზრდება. ერთ-ერთმა ამერიკულმა კომოანიან კი იპოვა გამოსავალი და სულ რაღაც 32 კვ.მ მიწაზე ერთი ოჯახისთვის მშვენიერი ხუთსართულიანი სახლი დააპროექტა, რომლის საცხოვრებელი ფართიც რეალურად 116 კვ-მ-ია.





პროექტი ძალიან არაორდინალურია, თუმცა ეს მინიატურული ცათამბჯენი ფლობს ყველა საჭირო კომუნიკაციასა და საცხოვრებელ პირობას. ამ პროექტს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს უნიკალური. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დიდ ქალაქში, სადაც
თითოეული კვ.მ ძალიან ძვირად ფასობს, გქონდეს საკუთარი სახლი.



იმისათვის, რომ კონსტრუქცია მყარი ყოფილიყო, პირველი სართული მიწის ქვემოთ განათავსეს. აქ მდებარეობს ყველა ფუნქციით აღჭურვილი სამზარეულო და ერთი აბაზანა. პირველ და მეორე სართულებს შორის სივრცით კიბეებთნ გაკეთებულია მოზრდილი ჰოლი, სადაც ტანსაცმლის დასაკიდი კარადის გარდა ველოსიპედის მოთავსებაც კი არის შესაძლებელი.





მეორე სართულზე კომფორტული მისაღებია, სადაც ოჯახის ყველა წევრს შეუძლია თავმოყრა და დასვენება.





მესამე სართულზე საჭირო ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვილი სამუშაო ზონაა.



ბოლო ორ სართულზე კი ძალიან მოსახერხებელი ორი საძინებელია ტერასით. ტერასა მინიატურული ცათამბჯენის სახურავზეა ორგანიზებული.



კონსტრუქცია შექმნილია ფოლადისა და ხისაგან. სახლს აქვს დიდი ფანჯრები, რაც მის განათებას უზრუნველყოფს. ინტერიერი ღია ფერშია გადაწყვეტილი.



ერთადერთი უარყოფითი ამ სახლს ის აქვს, რომ მასში მცხოვრებ ადამიანებს მუდმივად უწევთ კიბეებზე გადაადგილება. განსაკუთრებით მოუხერხებელია ის მომენტი, როდესაც ღამე წყლის დასალევად ადგები და მეხუთედან პირველ სართულზე უნდა ჩახვიდე. თუმცა თუ გინდა პრესტიჟულ რაიონში საკუთარი სახლი გქონდეს, რაღაცაზე თვალი უნდა დახუჭო :)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები