ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ თბილისი კონტრასტების ქალაქია. უბრალოდ უნდა ადგე, აიღო ხელში აპარატი და თბილის ქუჩებში, სადარბაზოებში, აივნებზე უმისამართოდ იხეტიალო. დამერწმუნეთ, ბევრ საინტერესო რამეს წააწყდებით.
თბილისში მოხატული სადარბაზოებიანი სახლების რაოდენობა, შეიძლება ითქვას, რეკორდულია, თუმცა დღეს ისინი მიტოვებული და მოუვლელია.
სადარბაზო, რომელიც ამჯერად აღვბეჭდე ფოტოებზე, აღმაშენებლის 111 ნომერში მდებარეობს. ძველი ელფერი და სილამაზე დღემდე შენარჩუნებული აქვს, თუმცა სევდიანად გამოიყურება. თითქოს ძველი დიდების შარავანდედი მიმქრალა...
ვფიქრობ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოხატული სადარბაზოები დედაქალაქის სავიზიტო ბარათია. ისეთ ტურისტულ ქალაქებში, როგორიცაა პარიზი,
ვენა, პრაღა, ასეთ სახლებს სათუთად უფრთხილდებიან, მოხატულობას რესტავრაციას უკეთებენ და მათი დათვალიერება ტურისტებისთვის გარკვეულ ადგილებში ფასიანიც კია.
მერი ბლიაძე