ისტორიული ბინა თბილისში, მოდერნს განუმეორებელი ხიბლით

‎საქართველოს ეროვნული ფონდის ინფორმაციით, თბილისში ერთ-ერთ უძველეს ბინაში სრული რეაბილიტაცია ჩატარდა. ფონდის ფეისბუქგვერდზე ბინის ფოტოებიც ვრცელდება. პროექტმა პირველი ადგილი აიღო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - "ჩემი მემკვიდრეობა". 


"თბილისში, რომის ქუჩაზე, მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ბოლო სართულზე შესრულდა ისტორიული ინტერიერის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია.
გაწეული ძალისხმევის შედეგად, ბინას დაუბრუნდა მოდერნის განუმეორებელი ხიბლი.
ბინის მფლობელი: ეკა პაპამაიკლი;
რეაბილიტაციის პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ნინოშვილი". 



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები