კონდიციონერი, ტელევიზორი, დისკები და სხვა ნივთები, რომელთაც მალე აღარავინ იყიდის

უსარგებლო შენაძენი ჩვენი დღევანდელი სიიდან - ეა გახლავთ ნივთები, რომელთაც თანამედროვე სახლში არაფერი ესაქმებათ. ზოგიერთი მათგანისთვის უკვე არსებობს გაუმჯობესებული და ბევრად გამარტივებული ანალოგი. ზოგიერთი მათგანი კი შესაძლოა ცხოვრებაში სულ 2-3 ჯერ დაგჭირდეთ. აბა, რად გინდათ ისინი სახლში?
ვეცდებით ჩამოვთავლოთ ის ნივთები, რომლებიც თანდათან სულ უფრო არასაჭირო იქნება.

ვიწროსპეციალიზირებული მოწყობილობები

თუ სახლში ღუმელი გაქვთ, პურის და პიცის საცხობი ნამდვილად აღარ დაგჭირდებათ.  ნავიგატორს მარტივად შეცვლის სპეციალური პროგრამა სმარტფონზე, სენდვიჩის და პოპ-კორნის მოსამზადებელიც, როგორც წესი, მხოლოდ რამდენჯერმე გამოიყენება ხოლმე და შემდეგ ის უბრალოდ
ადგილს იკავებს სამზარეულოში. დაზოგეთ დრო, ენერგია და ფული, უარი თქვით ზედმეტ უსარგებლო ნივთზე.

ცხვირსახოცი

საუბარი, რა თქმა უნდა, ნაჭრის ცხვირსახოცებზეა. საქმე ის გახლვთ, რომ ასეთი ცხვირსახოცი მხოლოდ ბაქტერიების ბუდეა. ერთჯერადი ცხივრსახოცები ბევრად უსაფრთხო, მოხერხებული და კომფორტულია.

ტელევიზორი

სულ ცოტა ხნის წინ თანამედროვე სახლის ტელევიზორის გარეშე წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ახლა კი ტელევიზორს მხოლოდ კინოს ფანატები ყიდულობენ, რომელთაც ფართო ეკრანი იზიდავთ. ინტერნეტმა სრულფასოვნად ჩაანაცვლა ეს მოწყობილობა.

კონდიციონერი

სულ უფრო და იფრო მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ცხელ ზაფხულში ცივდება, რომ აღარაფერი ვთქვათ მიკროორგანიზმებზე, რომელიც კონდიციონერში გროვდება.

ფოტოაპარატი

თანამედროვე ტელეფონებმა ფოტოაპარატის საჭიროება საერთოდ აღმოფხვრა. ამ შემთხვევაში საუბარი არ გვაქვს პროფესიულ აპარატებზე.

ტანსაცმელი ერთი დღისთვის

აქ იგულისხმება საქორწინო და საბანკეტო კაბები. ხალხი ამ ტანსაცმელში უამრავ ფულს ხარჯავს და მხოლოდ ერთხელ ირგებს. დეღესდღეობით არსებობს ისეთი ტანსაცმელი, რომელიც შესაბამისი აქსესუარების წყალობით თავისუფლად გამოდგება გასასვლელად.

მუსიკალური დისკები

დისკებმც დაკარგა აქტუალობა. სასურველი მუსიკის მოსმენა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი შესაბამისი პროგრამის მეშვეობით. დისკები მხოლოდ კილექციონერებს აინტერესებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები