როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი კედელზე ხატვამ გაიტაცა - საინტერესო რჩევები მშობლებს

თუ თქვენი შვილი კედლებზე ხატვამ გაიტაცა, ნუ აღელდებით და ნუ იჩქარებთ მის დასჯას, ჭკვიანი მშობელი ეცდება ეს ერთი შეხედვით მავნე გატაცება სათავისოდ გამოიყენოს და ბავშვის შემოქმედებით ინტერესს გასაქანი მისცეს.
ჩვენ კი შევეცდებით მოგცეთ რჩევები, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა ისე, რომ არც ინტერიერი დაზარალდეს და არც ბავშვის ფანტაზია.

გრიფელის საღებავები ან გრიფელის დაფა

რაც უფრო დიდი ზომის არის დაფა, მით უკეთესი. გამოყავით კედლის ნაწილი ამ უნივერსალური პლაცდარმისთვის და ვღებავთ გრიფელის საღებავით. აქ ბავშვს ცარცით ხატვის საშუალება მიეცემა.

ქაღალდის უსასრულო რულონი

ბავშვის
ფანტაზიას, ფიქრებსა და ასევე ხელის მოძრაობებს ვერანაირი ჩარჩო დაიტევს, მას სივრცე სჭირდება. ამიტომაც არის, რომ სახატავი ალბომის გარდა ბავშვბის შემოქმედებას შეხვდებით იატაკზე, კედელზე, საწერ მაგიდაზე.
თუ ბავშვის შემოქმედებითი განვითარებისთვის ქაღალდს შეარჩევთ, უპირატესობა რულონის ტიპს მიანიჭეთ, ასე ნერვებსა და ინტერიერს დაგიზოგავთ.

დიდი ზომის მოლბერ

შეარჩიეთ ყველაზე სოლიდური, დიდი მოლბერტი, რათა მასზე ასევე დიდი ზომის ქაღალდი დაამაგროთ.

ჩარჩოს გარეშე

მიეცით ბავშვს მთელი კედელი, საამისოდ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ გრიფელის ან მარკერის საღებავი. კედელზე იაფი ქაღალდი გააკარით და გადაღებეთ წყლის საღებავებით. რაც უფრო მეტი ადგილი ექნება ბავშვს დასახატად, მით მეტად განივითარებს ფანტაზიას.

ნახატების გალერეა კედელზე

ნებისმიერი ბავშვი ელოდება, როდის აღიარებენ მის ტალანტს. დაეხმარეთ მას, ერთ-ერთ კედელზე საკუთარი ნახატების გალერეა მოაწყოს. მოათავსეთ ნახატები ლამაზ ჩარჩოებში.

კედელი მარკერისთვის


მარკერის საღებავი გაშრობის შედეგად წარმოქმნის ფენას, რომელზეც შეიძლება არა მარტო მარკერით ხატვა, არამედ მშრალი ნაჭრით ძალიან მარტივად წაშლა. ეს ბავშვისთვის იდეალური ვარიანტია.

გასაფერადებელი შპალერი

ეს კი სპეციალური შპალერია, რომელზეც არა მარტო შეიძლება, არამედ სავალდებულოცაა ხატვა.

კომენტარები

ideodub 2024-10-16 10:38
5 mg every 5 minutes to a maximum of 15 mg hour or by boluses of labetalol 10 mg IV over 1 to 2 minutes, repeated every 10 minutes to a maximum of 150 mg priligy tablets price

კომენტარის დამატება