გამოვიდა შემოდგომის ფერებით გაჟღენთილი და საინტერესო რჩევებით დატვირთული ჟურნალ "შინ"-ის 26-ე ნომერი. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც განებივრებთ "შინ" საინტერესო ინფორმაციებითა და ცნობილი ადამიანების ინტერვიუებით.
ჟურნალში წაიკითხავთ, როგორ შემოვიტანოთ სახლში ბედნიერება და სიმყუდროვე, როგორ მიანიჭოთ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე, იხილავთ ლანდშაფტის დიზაინერების რჩევებს იაპონური ბაღის მოსაწყობად და ა.შ.
გუგა კოტეტიშვილის ძალიან საინტერესო ხედვას, ესთეტიკას „შინის“ ფურცლებიდან გაეცნობით და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეიგრძნობთ კიდეც. რას ნიშნავს მისთვის ხატვა, რა პრინციპით მუშაობს ინტერიერზე და რა არის მისთვის მთავარი ეს და სხვა თემები
ვრცლად არის მიმოხილული ინტერვიუში. სხვაგან სად შეძლებთ მიიღოთ რჩევები სახლის მოწყობაზე გუგა კოტეტიშვილისგან, თუ არა "შინ"-ში.
იმისათვის, რომ ზაფხულის შეგრძნებებს დავიწყების უფლება არ მისცეთ, "შინ" ლალი ტოტიკაშვილის აგარაკზე გამოგზაურებთ, რომლის მშენებლობა და რემონტი წელს დასრულდა და პირველი წელი სწორედ აქ გაატარა მოდელის ოჯახმა. მინიმალისტური სტილი, ბუნებრივი მასალებთან სინთეზში - შეიძლება ასეც დავახასიათოთ ლალის აგარაკი.
თუ ჯერ არ იცით, თბილისში სად უნდა ეძებოთ "ფრიდა კალოს მექსიკური სახლი", მაშინ გეტყვით, რომ მას ვერცხლის ქუჩაზე დამწყები დიზაინერის საცხოვრებელში აღმოაჩენთ, რომელიც ყურადღებას ქუჩიდანაც კი იპყრობს.
თბილისიდან გადასახლებულ მუსიკოსზე და მის ოჯახზე "შინ" შემოდგომის ნომერში დაწვრილებით გიამბობთ. ზაზა ხუციშვილის ხელით მოწყობილ წალკოტში 200 სახეობის ვარდი ხარობს და ეს ყველაფერი არ არის... როგორ აქცია სააგარკედ განკუთვნილი სახლი მუდმივ საცხოვრებლად წყვილმა თავისი შრომით, ზაზა მეუღლესთან - ხათუნა დოლიძესთან ერთად გიამბობთ.
ალბათ გაინტერესებთ, როგორია საქვეყნოდ ცნობილი ექიმების სახლი, ყოველდღიურობა, მაშინ, როცა მათი ძირითადი მოვალეობა სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ქეთევან ასათიანმა და გიორგი ჩიჩუამ იმ სახლში გვიმასპინძლეს, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობენ და ბევრი კარგი მოგონება აკავშირებთ.
წყალტუბოში დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის კარ-მიდამოსაც ნახავთ, სადაც მისი შვილიშვილი, უმცროსი ოტია იოსელიანი მეუღლესთან ნუცა ცისკარიშვილთან ერთად დამკვიდრდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. ახლა სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს მათი ნახელავი ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან. უფრო დეტალურად, თუ რას საქმიანობს წყვილი, ამის შესახებ ნუცა მოგიყვებათ.
ჟურნალში ასევე დაათვალიერებთ სპარსეთის ელჩის სახლს, რომელშიც ახლა მხატვარი მამუკა ცუცქირიძე ცხოვრობს. იმ ოთახში, სადაც ახლა მამუკას სამხატვრო სტუდიაა, ელჩის კაბინეტი იყო. იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ მაღალ ჭერს ულამაზესი ჩუქურთმა და მხატვრობის ნაკვალევი შემორჩენია. დიდი ალბათობით, ოთახის კედლებიც თავის დროზე მოხატული იქნებოდა... მხატვართან შემოქმედებაზე და გასული საუკუნის ნაგეგობაზეა საუბარი.
წარმოგიდგენიათ, როგორი შეიძლება იყოს გრამატიკულად დანგრეული ფიგურები? ამას მრავალმხრივი და კრეატიული ხელოვანი ლევან ჯოხაძე აგიხსნით, იმასაც გაიგებთ, როგორ გარემოში ჯობს ლითონის ქანდაკებების გამოყენება. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, ვინც ძველ თბილისურ ტრადიციულ პროფესიებს აგრძელებენ და ასევე ესტუმრებით ხელოვანს, რომელიც დეკორის ულამაზეს ნივთებს ქმნის და ეს მის სახლსაც ეტყობა.
ასევე დაათვალიერებთ ულამაზეს აგარაკებს წავკისსა და ბორჯომში, რომლებიც მათი მფლობელების დახვეწილ გემოვნებაზე მეტყველებს და მართლაც საოცარ აურას უქმნიან ნებისმიერ მნახველს.
"შინ"-ის შემოდგმის ნომერი სწორედ ისაა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ, თუ გსურთ, რომ თან იმოგზაუროთ წარსულში და თან არ ჩამორჩეთ თანამედროვეობის გამოწვევებს.