"ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია, რამაც გამოიწვია კორპუსის ნგრევა" - ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 3 პირს ბრალდება წარუდგინეს


პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია, სამ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

საქ­მე ეხე­ბა 8 ოქ­ტომ­ბერს ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნგრე­ვის ფაქტს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მო­შა­ლეს რო­გორც არამ­ზი­დი, ასე­ვე მზი­დი კონ­სტრუქ­ცია, კედ­ლე­ბი, რი­თაც და­ირ­ღვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სიმ­ტკი­ცე და მდგრა­დო­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია შვიდ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის ნგრე­ვა.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სამ­ძი­მარს უცხა­დებს ბა­თუმ­ში, კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზოს ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს, ახ­ლობ­ლებს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის გამო.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას
უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში, ზ.ბ. სა­თა­ნა­დო ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ შე­უ­თან­ხმდა ფი­ზი­კურ პი­რებს - ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუჩა N13-ში მდე­ბა­რე კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში სამ­შე­ნებ­ლო-სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხო­ცი­ე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ფარ­თებ­ში, რო­გორც არამ­ზი­დი, ასე­ვე მზი­დი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის (კედ­ლე­ბის) მოშ­ლას მო­ი­ცავ­და.

2021 წლის 4 ოქ­ტომ­ბრი­დან 8 ოქ­ტომ­ბრამ­დე დრო­ის პე­რი­ოდ­ში, ზ.ბ.-სთან შე­თან­ხმე­ბით და მის მი­ერ­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­რე­შე აყ­ვა­ნილ­მა პი­რებ­მა - ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სა­ხელ­მწი­ფოს­გან ყო­ველ­გვა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, თვით­ნე­ბუ­რად აწარ­მო­ეს სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც ყო­ველ­გვა­რი სა­ინ­ჟინ­რო და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით მინ­დი­ნა­რე­ობ­და, შე­სა­ბა­მი­სი სა­ინ­ჟინ­რო ცოდ­ნის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მო­შა­ლეს რო­გორც არამ­ზი­დი, ასე­ვე მზი­დი კონ­სტრუქ­ცია (კედ­ლე­ბი), რი­თაც და­ირ­ღვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სიმ­ტკი­ცე და მდგრა­დო­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია შვიდ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის ნგრე­ვა, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა ამა­ვე კორ­პუს­ში მყო­ფი 9 პი­რის, მათ შო­რის სამი არას­რულ­წლოვ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­კა­ვე­ბუ­ლებს - ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნა (სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია.).

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

ბრალ­დე­ბის მხა­რე და­ზა­რა­ლე­ბულ­თა კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა სა­ჭი­რო ქმე­დე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ უმ­კაც­რე­სი რე­ა­გი­რე­ბა ექ­ნე­ბა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომენტარის დამატება